რომელიც ამერიკის ელჩის კულტურული ფონდიდან ფინანსდება.
ნორლანდის განცხადებით, როცა გელათი იხილა, სურვილი გაუჩნდა, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში წვლილი შეეტანა.
საკონსერვაციო სამუშაოები გელათში 2 თვის წინ დაიწყო და მაისში დასრულდება.
ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამ წუთებში ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკას სტუმრობს. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ერთი წელია, ბიბლიოთეკაში საბავშვო ინგლისური კუთხე გაიხსნა. ნორლანდი აღნიშნული პროექტის შედეგებს აკვირდება და დღის ბოლოს შეაჯამებს.
მასთან ერთად იმყოფება პრესატაშე ჯერემი რიჩარტი.