საჭირო 89 ხმის ნაცვლად, უმრავლესობას ვეტოს დასაძლევად 91 ხმა ჰქონდა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს: “ერთი დიდი ვეტო დავძლიეთ,ანუ საუბარია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე, რომელზეც საპრეზიდენტო ვეტო მთლიანად დავძლიეთ. რაც შეეხება ნაფიცი მსაჯულების საკითხს, შენიშვნები არ გავითვალისწინეთ.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, 23 აპრილს გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს.
პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა მეორე საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ მის გარეშე. არსებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.