(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ქართული პარტია” რეგიონებში ოფისების გახსნას გეგმავს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ მიზნით გურიაში აღნიშნული პარტიის ლიდერები _ ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი გასული კვირის მიწურულს იყვნენ. წყარო ირწმუნება, რომ გურიაში სამი რაიონული ოფისი დაფუძნდება და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები წინასაარჩევნო სამზადისში აქტიურადაც ჩაერთვებიან. როგორც წყარო ამბობს, “ქართულ პარტიას” ოზურგეთში, ვინმე გალოგრე უხელმძღვანელებს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, ეს ის გალოგრეა, რომელიც გურიის პირველი გუბერნატორის მიშა ჭკუასელის დაცვის უფროსი იყო თუ სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ გურიაში გაჩეჩილაძემ და სუბარმა ორი დღეს დაჰყვეს, მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ და არც მათი პარტიის სამომავლო საქმიანობაზე უსაუბრიათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved