https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტენდერი _ ტენდერზე

14:02; 7.02.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ 1 თებერვალს, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი არ განახლებულა; ამის მიზეზი კი, ელექტროტენდერი გახდა. სავარაუდოდ, სწავლა დღეს, 7 თებერვალს უნდა დაიწყოს, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ეს თარიღი კიდევ გადაიწიოს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესის განახლებას შესყიდვების სააგენტოში გახორციელებულმა რეფორმამ შეუშალა  ხელი  _ არ გამოვლინდა მომწოდებელი, არც ერთმა პრეტენდენტმა არ წარმოადგინა სატენდერო დოკუმენტაცია საკვები პროდუქტების, საკანცელარიო და სამეურნეო-ჰიგიენური საქონლის მიწოდებაზე. ეს პრობლემა არა მხოლოდ ამ ორგანიზაციას აწუხებს: როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმაც უკვე სამჯერ გამოაცხადა ტენდერი საწვავის შესყიდვის თაობაზე, მაგრამ მსურველი არ გამოჩენილა. მსგავს დღეში აღმოჩნდა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაც, მათ უკვე მეორედ მოუხდათ ტენდერის გამოცხადება.
“გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა, რომ ბენზინის შესყიდვაზე პირველი ტენდერი რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროსაც ჩაეშალათ. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე კომპეტენტური პირი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ინფლაციას უკავშირდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ტაკიძის თქმით, ამ პროცესებს კანონი შესყიდვების შესახებ არეგულირებს: _ გადაუდებელ შემთხვევაში, საკრებულოს მივმართავთ ან შესყიდვების სააგენტოს. შესყიდვების შესახებ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი არ შედგა, ხელმეორედ გამოვაცხადოთ. ამ მხრივ  გამგეობას შეფერხება არ ჰქონია.
ტაკიძის კომენტარი, ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან ოზურგეთში რამდენიმე სამსახურში უკვე ეს პრობლემა დგას და ტენდერები ტენდერებზე იმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამსახურის უფროსის ამირან გირკელიძის თქმით, ძნელია, სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების პროცედურაზე საუბარი ერთ ინტერვიუში ამოწურო. ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს სასურველი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე პროცურემენტ.გოვ.გე, სადაც სხვა მასალებთან ერთად გამოქვეყნებულია სახელმძღვანელო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პასუხი გაეცეს შესყიდვების ელექტრონულად გახორციელების პროცესში წარმოშობილ თითქმის ყველა შეკითხვას:
_ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სახელმწიფო შესყიდვების გახორციელება სიახლეა და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით იგი ძალაში 2010 წლის 1 დეკემბრიდან შევიდა. აღნიშნული კანონის შესაბამისად, ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლის ღირებულება 5000-დან 20000 ლარის ფარგლებშია, უნდა გახორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამ პროცედურაში მონაწილეობის მსურველები (როგორც შემსყიდველები, ასევე მომწოდებლები), პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, სატენდერო პროცედურის მიმდინარეობას შეუძლია თვალყური ადევნოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც მოესურვება და სისტემაში შევა სტუმრის სტატუსით. ამით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას და მონაწილე პრეტენდენტთა თანაბარ, არადისკრიმინირებულ პირობებში ჩაყენებას.
_ ბატონო ამირან, გასაგებია თქვენი მოსაზრება, მაგრამ, ოზურგეთში და არა მარტო ჩვენს რაიონში, ელექტრონული ტენდერები ხშირად იშლება…
_ პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ ტერმინი “ჩაშლილი ტენდერი” არ არსებობს. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულია უარყოფითი შედეგით დამთავრებული ტენდერი და არშემდგარი ტენდერი. პირველ შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზებული წინადადებები არ აკმაყოფილებს “შემსყიდველის” მოთხოვნებს. მეორე შემთხვევა კი დგება მაშინ, როცა გამოცხადებულ ტენდერში არავინ არ მიიღო მონაწილეობა. ჩვენი რაიონის სინამდვილეში იყო არა ერთი ფაქტი, როცა გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მაგრამ ეს შემსყიდველის ბრალეულობით არ არის გამოწვეული _ იგი პოტენციური მომწოდებლის მიზეზით ხდება. ამ შემთხვევაში ტენდერი ცხადდება განმეორებით და თუ იგი კვლავ უარყოფითი შედეგით დამთავრდება ან არ შედგება, მაშინ შემსყიდველმა სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების წესის შესახებ დებულების 21-ე მუხლის 4-ე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოსთან შეთანხმებით, უნდა იზრუნოს შესყიდვის საშუალების შეცვლისათვის.
_ თქვენი აზრით, რატომ არ იღებენ მომწოდებლები მონაწილეობას ტენდერებში?
_ ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ცდილობს რეალიზაცია გაუკეთოს მის მიერ წარმოებულ პროდუქციას და მომსახურებას, მაგრამ ზოგიერთს ეშინია ფასების შესაძლო გაზრდის პროცესში სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის. არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია სახელშეკრულებო ფასების გადასინჯვა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად მისი შეცვლა. ზოგიერთი კი ჯერჯერობით ვერ დაეუფლა შესყიდვის ელექტრონული საშუალებით გახორციელების წესს და ვერ ახერხებს ერთიან ელექტრონულ სისტემაში თავისი წინადადების განთავსებას. შესაძლოა არსებობდეს სხვა მიზეზებიც, რომლებზედაც პასუხი უნდა გასცენ იმ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც აწარმოებენ საქონელს,  ეწევიან მომსახურებას და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ, ან ვერ მიიღებენ მონაწილეობას სატენდერო პროცედურაში, _ ამბობს ამირან გირკელიძე.
წერილის მომზადების დროს, 3 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით გახორციელების შესახებ დროებით წესში 2011 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის #1 ბრძანებით გახორციელდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, დროებითი წესის მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა 2011 წლის 1 მარტამდე.
ცვლილებებით, ასევე  დარეგულირდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხი შემსყიდველ ორგანიზაციებსა და იმ საწარმოებს შორის, რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ცვლილების შედეგად, ასეთ საწარმოებს ან/და მათ შვილობილ საწარმოებს არ ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი არც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის “თ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობის არსებობის შემთხვევისა _ დაზღვევა ან გადაზღვევა.
დროებითი წესის, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმის მოქმედება გავრცელდა 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც.
მართალია, “შემსყიდველები” არშემდგარი ტენდერების მიზეზად ახალი რეფორმის ნაკლოვანებებს იშველიებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს მიერ გახორციელებული შესყიდვების ახალი მოდელი, გამარტივების ნაცვლად, გართულებული გამოვიდა; ახალი ცვლილებებით კი გამართლდა ანდაზა _ ბევრი ვეცადე შენთვის, ძლივს გამოვიდა _ ჩემთვის… ამიერიდან, სახელმწიფო წილის მფლობელ ორგანიზაციებს და მათ “შვილობილებს” აღარავითარი “ინტერესთა კონფლიქტი” აღარ შეაწუხებთ. შეიძლება ითქვას, რომ ტენდერი ტენდერის შესახებ სახელმწიფო კომპანიების გამარჯვებით დასრულდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6 მარტი, 2026

თხინვალში სოფლის კრება ჩატარდა

"კომბოსტო და ატამი თუ კარგად მოგყავს, არ ნიშნავს, რომ აგროპოლიტიკაშიც ერკვევი"

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026
სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:48; 7.03.2026
მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

10:42; 7.03.2026
მსოფლიო

“დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

10:32; 7.03.2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7.03.2026
სამართალი

ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა _ შსს განცხადებას ავრცელებს

10:10; 7.03.2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო