მგლები ოზურგეთშიც გამოჩნდნენ: _ ოთხი წლის განმავლობაში 17 სული საქონელი შემიჭამა მგელმა _ არც ერთი აღარ შემარჩინა. შემოდგომაზე ჩვილხბოიანი ძროხა დამიგლიჯა. უმეთვალყურეოდ არ გაიშვება საქონელი, მაგრამ პატრონიც რომ ახლდა, მგელი მაინც მისწვდა და დააზიანა. ბოლო ოთხი წელია ასეთი მდგომარეობაა _ გავერანებულია ჩაი, მომრავლდა მგელი და ტურა. ცუდ დღეშია მოსახლეობა. ისედაც არ არის ხშირი დასახლება და მალე სოფელი დაიცლება. თოფი თუ არ გაქვს, გარეთ ვერ გამოხვალ ვეღარც დღისით და ვერც _ ღამით. დახმარება და ყურადღება გვჭირდება, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირში მცხოვრებმა ფატიმა შავაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved