(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ქალაქ თბილისში, კავკასიის თასზე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კარატე-დოში. მასში მონაწილეობას სომეხ და აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან ერთად, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელი იღებდა. მათ შორის იყო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კარატისტთა გუნდი.
ლანჩხუთელთა წარმატებაზე გურიის კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ თურქია საუბრობს: _ საკმაოდ შთამბეჭდავი სტარტი გამოგვივიდა. ამ წელში ეს იყო პირველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ და საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სინჯის 12 მედლის მოპოვება შევძელით. ასპარეზობა ორ სახეობაში გაიმართა: პირველ დღეს კარატეს ტრადიციული წესების დაცვით, ხოლო მეორე დღეს _ სპორტული ვერსიით. ჩვენმა სპორტსმენებმა ორივე სახეობაში წარმატებით იასპარეზეს _ 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია ჩვენებურთა მონაგარი. ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი კეჭეხმაძემ, სალომე მითაიშვილმა და თათია თურქიამ; ვერცხლისმედალოსნები გახდნენ გიორგი ჩხაიძე, თორნიკე ცინცაძე (ორთავემ ორ-ორჯერ მოიპოვეს მეორე საპრიზო ადგილი) და დათო წილოსანი; მესამე ადგილოსნები არიან ონისე ცინცაძე, ავთო ონიანი, ნიკა ჩხაიძე (ამ უკანასკნელმა ორი ბრინჯაოს მედალი აიღო). მთელი შეჯიბრის მანძილზე, ჩვენთან ერთად იყო და გულგვშემატკივრობდა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი მინდია დვალიშვილი.