https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიოსნება, სიურპრიზი და კიდევ ათასი უბედურება _ მოთხრობა

0:01; 1.01.1970
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ ბოლო დროს ჩემს თავზე ვარ აღრენილი. ვერაფრით მოვახერხე და ენას კბილი ვერ დავაჭირე, უფრო სწორად, ამბის მოკლედ მოყოლა ვერ ვისწავლე. საშინელებაა წლების განმავლობაში რომ წვალობ და ნაწვალებზე რომ გეტყვიან, ცოტა გაწელილიაო. სიტყვა “ცოტას” კი იმიტომ ხმარობენ, რომ მძიმე განაჩენი ოდნავ შეამსუბუქონ.

მე და ჯიჯო კლასელები ვიყავით. მუდამ ერთ მერხზე ვისხედით. მხოლოდ ინფორმატიკის გაკვეთილზე გვსვამდნენ ცალ-ცალკე. ჯიჯოს დიდი შავი თვალები ჰქონდა. ყოველთვის მოწყენილი იყურებოდა. ძალიან მორცხვი იყო, ქუჩაში გამვლელს, სიგარეტი ხომ არა გაქვთო, ვერ ჰკითხავდა. ჩემგან განსხვავებით, შესანიშნავად სწავლობდა. თუ არ ვცდები, მხოლოდ ქიმიაში გამოყვა სამიანი, არადა, დედ-მამა ფიზიკოს-ქიმიკოსი ჰყავდა. მორწმუნე იყო, მეხუთე კლასიდან მკაცრად იცავდა მარხვას. ძალიან ერთგული ძმაკაცი და მიამიტი გულის ბიჭი იყო. თუმცა, მყრალი ენა ჰქონდა, სულ უწმაწურ სიტყვებს გაიძახოდა, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ყველაზე ზრდილობიანი ეგონათ. ბებია და ბაბუაც ცოცხალი ჰყავდა. ბაბუამისი მაგარი ექიმი იყო, “სპეც-ოპერაციებზე” იძახებდნენ მოსკოვსა და მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორიდან. განსაკუთრებით, მონღოლეთში უხდიდნენ ბევრ ფულს.

მე და ჯიჯო უნივერსიტეტშიც ერთ ფაკულტეტზე მოვხვდით, ეკონომიკური გეოგრაფია. აქაც გამოირჩეოდა ნიჭით, აკადემიური მოსწრებით და დახვეწილი ჩაცმის სტილით, თუმცა, ბევრი არაფერი ებადა. მართალი გითხრათ, მე ერთი საათითაც არ დავმჯდარვარ სტუდენტობის პერიოდში სამეცადინოდ, ის კი ერთ საათში ყველაფრის მომზადებას ასწრებდა. აი, სიმთვრალე კი საშინელი ჰქონდა და ამიტომ ალკოჰოლს არასდროს ეტანებოდა.

ერთ დღეს არყით გამოთვრა და “გაიშნიკს” შესთავაზა ტანგო მეცეკვეო. ისე გვცემეს, ტომრებივით გამოგვიტანეს პოლიციის განყოფილებიდან. ინსტიტუტი, უფრო სწორად, უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, მამამისმა “ნოლ-ცხრა” აჩუქა და ამერიკიდან ჩამოტანილი “რეიბანები”. მე გამწარებული ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ ვერაფერს მივაგენი, ჯიჯოს კი ხან ვინ დასდევდა და ხან ვინ, და ათასგვარ სამსახურს სთავაზობდნენ. ბოლოს ეკონომიკის სამინისტროზე შეაჩერა არჩევანი და ყოველდღე დილის რვა საათზე დგებოდა. ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით ნაცრისფერი კოსტუმის ჩაცმა უყვარდა, არა და საშინლად არ უხდებოდა. ბებიამისი ნერვებს მიშლიდა, როდესაც ჩაცმის ამ სტილს უქებდა და სახლიდან გასვლის წინ თმას თავისი ხელით უვარცხნიდა.

_ აღარ გაიზარდე, შეჩემა?

_ რა გინდა?

_ რა, რა მინდა?! თმებს მაინც ნუ ავარცხნინებ, ტო.

_ ნეტავი, შენ.

_ ეს პიჯაკი არ გიხდება!

_ ბებიაჩემი ამბობს გიხდებაო.

_ კაროჩე, რაც გინდა ის გიქნია.

_ მადლობა ღმერთს, ნეტავ ადრე გეთქვა ეს წინადადება.

მოკლედ, ჯიუტი იყო. სხვათა შორის, ეს თვისება, რაც უნდა უცნაური იყოს, ახლა შევატყვე. ჯიჯომ, როგორც იქნა, სამსახური მიშოვნა, ოღონდ სანამ მინისტრად არ დანიშნეს ვერაფერი მომიხერხა. სულ მიკვირდა და სულ ვეუბნებოდი, ასეთმა მორიდებულმა კაცმა ამდენს როგორ მიაღწიე-მეთქი. სამინისტროში ზუსტად რა თანამდებობაზე ვმუშაობდი ვერაფრით გავერკვიე და დაბნეულს რომ არ მევლო ქუჩა-ქუჩა, გადავწყვიტე ჯიჯოსთვის მეთხოვნა საშუალო სკოლის მასწავლებლად მოწყობაში დამხმარებოდა.

_ შენ სულ გააფრინე?

_ რატომ?

_ აბა რა მასწავლებლობა აგიტყდა, ასი წელია წიგნი არ გადაგიშლია! _ ამ სიტყვებზე ისე გავბრაზდი, სათათბირო მაგიდასთან კედელზე გაკრულ რუკას ვეცი.

_ მიდი აბა, შემამოწმე!

ნერვები მოეშალა და ხელი ჩაიქნია. მეორე დღეს ორმოცდამეცამეტეში გადავედი სამუშაოდ, მაგრამ ხელფასით უკმაყოფილო ვიყავი. აბა რა იქნებოდა, თვეში ორმოცდაათ ლარს მაძლევდნენ, ოღონ, მაშინ ოთხმოცდათხუთმეტი წელი იყო.

ჯიჯოსთან მაინც ხშირად მივდიოდი სამინისტროში. ერთხელ ისეთი ცხვირჩამოშვებული დამხვდა. შემეშინდა, ხომ არ იჭერენ-მეთქი. საქართველოში ხომ ყოველთვის მოდაში იყო მინისტრების და პოლიტიკოსების ციხეში ჩასმა. თურმე მეზობლებს დაუწყევლიათ. ასე უთქვამთ, შენისთანა კორუმპირებულ გაიძვერებს მალე მოეღებათ ბოლოო. ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. იმ ღამეს ვერ დაიძინა და გამთენიისას დამირეკა, რა ვქნა, სამსახურიდან წამოსვლაზე განცხადება ხომ არ დავწეროო.

_ კარგი, თუ ჩემი ძმა ხარ, ქართველების ამბავი არ იცი? შურიანები არიან რა!

_ ვერაფრით დავამშვიდე. ერთ საათში ისევ გადმომირეკა, _ რა ვქნა, არ შეიძლება დაცვის გარეშე რომ ვიარო და ამ ხალხს ჰგონია, რომ დავიჯგიმებიო. რა აღარ მოვუყევი, ბოლოს ანეგდოტებზეც კი გადავედი. მგონი ოდნავ დაშოშმინდა. ჯიჯოს კორუმპირებულობა არ გაიშვას, ორ ოჯახს არჩენდა, ხელფასი ოთხ-ხუთ დღეს თუ ყოფნიდა ხოლმე, დანარჩენი ჯიბეგამოღლეტილი დადიოდა.

ცოტა ხანში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და გადაწყვიტა ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად ეყარა კენჭი. თუ გავიმარჯვე ხალხს დავანახებ, რომ ფული არასდროს მომიხვეტავს და მზრუნველობასაც ვაგრძნობინებო. დიდხანს ვეჩიჩინე ნუ იზამ მაგ საქმეს, ამ ქვეყანას შენ ვერ გამოასწორებ-მეთქი, მაგრამ ვირზე შეჯდა.

არჩევნებზე თითქმის მთელმა უბანმა ჯიჯოს მისცა ხმა. მორცხვად გამოვიდა ტრიბუნაზე და მორცხვად გადაუხადა ხალხს მადლობა მხარდაჭერისთვის. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მოსახლეობა ჯიჯოს თავდადებას უფასებდა. მერე, როგორც მუდამ ხდება საქართველოში, მონასტერი აირია და ვაკეში უშუქობის ხანა დაიწყო. ჯიჯოს სახლთან მიტინგებს მართავდნენ და იუდას ომახიანად ეძახდნენ. ფანჯრებიც კი ჩაულეწეს ქვებით. გაზეთებში სტატიები გაჩნდა ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი უყურადღებოდ გვექცევაო.

_ ფულის მონა! ფულის მონა! _ გაჰყვიროდა მისი სახლის ფანჯრების ქვეშ ხალხი.

ჯიჯოს გულის შეტევები დაეწყო. ვალიდოლს ვალიდოლზე სვამდა და ნიტროგლიცერინს აყოლებდა. ვამშვიდებდი, ხალხი ყველა ქვეყანაში უმადურია-მეთქი, მაგრამ ცრემლიან თვალებზე, იმედგაცრუებულ მზერაზე ვატყობდი, სულ სხვაგან დაფრინავდა და არ მისმენდა. ლანძღავდნენ, მაგრამ სათხოვარზე ჩუმ-ჩუმად ის ხალხი დადიოდა, რომლებიც მიტინგებზე იდგა.

ჯიჯო მალე გადადგა, უფრო სწორად, პარლამენტარის მანდატი საჯაროდ დახია. დრო, ხან ჩქარა გადიოდა, ხან _ ნელა. ხან რომელ მინისტრს იჭერდნენ, ხან _ რომელ ნამინისტრალს. ჯიჯოს საჭმლის ფული აღარ ჰქონდა. ხშირად ავდიოდი მასთან და ბორჯომის და სიგარეტის ფულს ვუტოვებდი. ორი რამ იყო, რის გარეშეც, მოგეკლათ და სიცოცხლე არ შეეძლო. ხმები მომდიოდა, ჯიჯოზე ხალხი ლაპარაკობდა, ეს რა პატიოსანი ბიჭი ყოფილაო.

სტუმრობითაც არავინ სტუმრობდა, მხოლოდ მე და ჩვენი ბავშვობის მეგობარი ზაზუნა ვნახულობდით ხოლმე. ერთხელ, რომელიღაც არხზე, რომელიღაც თალკ სჰოწ-ში ვიღაც პედაგოგმა და ყოფილმა პარლამენტარმა თქვა, ნეტავ ჯიჯოსნაირი ადამიანები ბევრი გვყავდეს პოლიტიკაშიო.

ჯიჯო ოთხ სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით. როგორც იციან ხოლმე თბილისში, მთელი ვაკე ტიროდა. ხელით ატარეს ბარნოვიდან ვერის სასაფლაომდე. ბარნოვის ერთ-ერთ ჩიხს ჯიჯოს სახელი უწოდეს. ასე ეწერა: ჯიჯოს ჩიხი.

ერთნი იძახდნენ, ჯიჯოს მინისტრად რომ არ ემუშავა, ეს ამბავი არ დაემართებოდაო, მეორენი ამბობდნენ პარლამენტი ნაღდად არ იყო მისი საქმეო, მესამენი ამბობდნენ, ყველაფერი გულთან ახლოს რომ არ მიეტანა, გული არ გაუსკდებოდაო, მეოთხენი იუწყებოდნენ, ნამეტანი მიამიტი, მორცხვი და მორიდებული რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაზე უფრო მსუბუქად ივლიდაო. ცოლ-შვილი რომ ჰყოლოდა ისინი გადაატანინებდნენ მარტოობას და დარდსო. მე კი ასეთი მოსაზრებების მოსმენის დროს, მუდამ ის გამოთქმა მახსენდება: “ბებიაჩემს ყვ…ბი რომ ჰქონოდა, ბაბუაჩემი იქნებოდაო.”

თორნიკე გურჯინთახი,

26 სექტემბერი, 2010 წელი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025
საზოგადოება

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

14:33; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო