(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრა გამართა _ ჩვენებურებმა საკუთარ მოედანზე თბილისის “ნორჩი დინამოელი” მიიღეს და მეტოქე გამანადგურებელია ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს. ამ მოგებით “გურიამ” ცხრილში მეხუთე ადგილი შეინარჩუნა _ მას 34 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილის “მერანს” 12, ხოლო მეორე-მესამე-მეოთხე ადგილოსნებს შესაბამისად, 8, 7 და 5 ქულით ჩამორჩება.
მორიგ შეხვედრას ლანჩხუთელები 18 მარტს, საჩხერეში გამართავენ ადგილობრივ “ჩიხურასთან”, რომელსაც ასევე 34 ქულა აქვს.