https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დასაქმება ჩვენებურად

9:04; 2.04.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასაკეთებელი რომ ჯერ კიდევ ბევრია, ვიცით. ისიც ვიცით, რომ სამუშაო ადგილების შექმნა, ამ ხელისუფლების თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა და ისიც, რომ ამ საარჩევნო დაპირების ასასრულებლად არაფერი გაკეთებულა.

თანამდებობებზე, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, ერთი და იგივე სახეები მუშაობენ. მათ გაუძლეს ყველა დროს ყველა ხელისუფლებას, მოერგნენ ყველა იდეოლოგიას; უმრავლესობამ საბჭოთა კავშირში და შემდეგ საქართველოში არსებული ყველა მმართველი თუ მისი სატელიტი პარტია გამოიცვალა. ზოგს გაუმართლა და დააწინაურეს კიდეც, მერე ამ დაწინაურებულებმა შინაურები დაასაქმეს და ახლა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ჩოხატაურში კადრების დიდი დეფიციტია, რასაც მიგრაციის ზრდას აბრალებენ: _ ნასწავლს და გამოცდილს ჩოხატაურში გაჩერება არ უნდა. სწორედ ამიტომაა ჩოხატაურის გამგებლის მოადგილის თანამდებობა დღემდე ვაკანტური _ შესაფერისი კადრი არ მოიძებნა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულ სამუშაოს მაძიებელთა განცხადებებს, დიდი ხანია მტვერი ადევს. როგორც ჩანს, ეს განცხადებები არავის უნახავს. აქ არც უმუშევართა ბაზა არსებობს. შესაბამისად, გამგეობაში ვერ გვპასუხობენ, ზუსტად რამდენი განცხადება შევიდა ერთი წლის განმავლობაში დასაქმების მოთხოვნით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არც ის იცის, რა სპეციალობის, რა ასაკის და რა გამოცდილების მქონე კადრები ჰყავთ ადგილზე.

ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ მხოლოდ გამგეობაში გასულ წელს 124 განცხადება შევიდა დასაქმების მოთხოვნით. ყველა მათგანი, საკუთარი ისტორიით, საინტერესოა, თუმცა არის გამორჩეულიც.

124-დან 123 განცხადება ხელითაა დაწერილი, მხოლოდ ერთია ნაბეჭდი სახის _ 2010 წლის 25 ივნისს, ჩაისუბანში მცხოვრები ანნა შარაშენიძე იმ დროინდელ გამგებელს, მამუკა დოლიძეს სთხოვს, რომ სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის გახსნის შემთხვევაში, განიხილონ მისი კანდიდატურა ბაღის გამგის თანამდებობაზე. განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ განმცხადებელს დიდი გამოცდილება აქვს: “დავამთავრე ქ. თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკური უნივერსიტეტი მთარგმნელ რეფერენტის სპეციალობით _ ინგლისური ენა. ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე ვმუშაობდი: ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში (მენეჯერი); ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე დაზარალებულ ინვალიდთა ასოციაციაში (მენეჯერი); სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “ლოგოსში” (კოორდინატორი); შპს “ანალისტიკოსში” (სუპერვაიზერი); ტელევიზია “იმედში” (სატელეფონო კვლევების ინტერვიუერი). გავლილი მაქვს სტაჟირების ასამაღლებელი კურსები: საფრანგეთი, ზაფხულის სკოლა; კორსიკა _ ზამთრის სკოლა; ბაქო _ საერთაშორისო კონფერენცია… 2005 წლიდან ვმუშაობ ჩაისუბნისა და ერკეთის საშუალო სკოლებში პედაგოგად,” _ აღნიშნულია შარაშენიძის განცხადებაში.

როგორც მოვიკვლიეთ, ჩაისუბანში ბაღის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება, თუმცა, შარაშენიძის კანდიდატურა, რომელსაც მასწავლებლის სერთიფიცირების გამოცდები მაღალი ქულებით აქვს ჩაბარებული, ბაღის გამგის თანამდებობაზე არ განიხილება.

სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები ეკა გოგოლაძე მამუკა დოლიძისთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სურვილი აქვს იმუშაოს მის რაიონში: “2008 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი _ სპეციალობით ტურიზმის ეკონომიკა, საკურორტო ორგანიზაცია და მენეჯმენტი. გავლილი მაქვს შემდეგი კურსები: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო სასაწყობო კომპიუტერული პროგრამა “ორისის ბუღალტერია”, სტაჟირების პროგრამა ბუღალტრებისთვის _ საგადასახადო და საბაჟო კოდექსები. მაღალ დონეზე ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს. 2008-2009 წლებში ვმუშაობდი შპს “სელიოს” მოლარე ოპერატორ-ბუღალტრის თანამდებობაზე,” _ აღნიშნულია გოგოლაძის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტში ბუღალტრის რამდენიმე შტატი დაამატეს, გამგეობაში დაგვიდასტურეს, რომ ეს განცხადება განხილვითაც არავის განუხილავს.

ფარცხმაში მცხოვრები ლია ცინცაძე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გია გიორგაძეს სთხოვს დასაქმებას. ცინცაძის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა. სტაჟირება გაიარა სს “ნიუ ინვესტის” ენერგეტიკის განყოფილებაში. დაეუფლა ბუღალტრის პროფესიას და 2010 წელს მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვითი ადვოკატირებისა და ორჰუსის კონვენციით განსაზღვრული უფლებების გამოყენების ტრენინგში.

განმცხადებლებს შორის არის ბუკისციხის მცხოვრები კოტე სიხარულიძეც _ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამსახურს უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. არადა, ამ სპეციალობის კადრები ჩოხატაურში მართლაც ცოტაა.

დაბაში, ბენდელიანის ქუჩაზე მცხოვრები იასონ საბაშვილი წერს, რომ ოჯახში 9 სული ცხოვრობს, ყველა უმუშევარი და აქედან 3 მცირეწლოვანი ბავშვია. საბაშვილი სახანძრო დაცვის სამსახურში რაიმე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ითხოვს დასაქმებას.

განცხადება აქვს დაწერილი რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ ნინო ლომთათიძეს. განცხადებაში მითითებულია, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე: “მაგრამ ჩემი ავადმყოფობა არ შემიშლის ხელს დასაქმების შემთხვევაში,” _ აღნიშნულია განცხადებაში. ნინო ლომთათიძეს მიღებული აქვს საშუალო სპეციალური განათლება; დაამთავრა დაწყებითი განათლების და პედაგოგიკის ფაკულტეტი; გაიარა საბუღალტრო და კომპიუტერული კურსები; იცის რუსული და ინგლისური ენები _ ეს განცხადებაც, სხვა მრავლის მსგავსად, განხილვას არ დაქვემდებარებია.

გოგოლესუბანში მცხოვრებ მამუკა გოგოლაძესაც ჩოხატაურში სურს მუშაობა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი _ სპეციალობით არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი: “მაღალ დონეზე ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს და ასევე კომპიუტერის ტექნიკურ მხარეს _ დაშლა, აწყობა, ვირუსებისგან გაწმენდა, პროგრამული უზრუნველყოფა, მაქვს უახლესი პროგრამების საკუთარი ნაკრები,” _ წერია გოგოლაძის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურში არქიტექტორი საერთოდ არ ჰყავთ და საჭიროების შემთხვევაში, ოზურგეთიდან ამოჰყავთ, რატომღაც, მამუკა გოგოლაძით არავინ დაინტერესებულა.

“უამრავი განცხადებების და მასზე მოსული საიმედო პასუხების მიუხედავად, მე კვლავ უმუშევარი ვარ. გამიჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ განცხადებით, რათა იქნებ გაჩნდეს ვაკანსია და დააკმაყოფილოთ ჩემი მოთხოვნა,” _ აღნიშნულია ფარცხმის მცხოვრებ ლიანა მეფარიშვილის განცხადებაში.

ეს იმ განცხადებების მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც გამგეობის, საკრებულოს თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების კარადებში უყურადღებოდ არის ჩაწყობილი.

იურიდიული, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა საჭირო განათლების მქონე ადამიანები დღეს სახლში უმუშევრები სხედან, სამსახურებში ის ადამიანები ინიშნებიან, ვისაც ახლობლები და გავლენიანი ნაცნობები ჰყავთ; ისინი, რომლებიც არჩევნებში “ნაციონალების” უზომო ერთგულებით თავს გამოიჩენენ ან ოპოზიციურ პარტიებში “შეეგზავნებიან” იგივე ნაციონალებს _ ასეა დასაქმება ჩვენებურად.

შვილი, რძალი, ბიძა, დისშვილი, მეგობარი, ცოლის დაქალი, ბიძაშვილის სიმამრი, ცოლისძმა _ სწორედ ამ “დამსახურებების” გამო დაინიშნნენ კადრები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ არც ერთ შემთხვევაში პროფესიას მნიშვნელობა არ ჰქონია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურებს შტატები “ხათრით” დაემატა.

გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურში, ზედამხედველობის სამსახურში, სამუზეუმო გაერთიანებაში, სსს “მომავალში” საშტატო ერთეულები ახლახან დაამატეს და ყველგან თანამშრომლები ახლობლობა-ნაცნობობის გათვალისწინებით დანიშნეს; არც ერთხელ, საზოგადოების თვალის ასახვევადაც კი, იმ ადამიანებთან, რომლებსაც დასაქმების მოთხოვნით დიდი ხანია განცხადება აქვთ დაწერილი, გასაუბრებითაც კი არავის შეუწუხებია თავი.

ჩოხატაურში შემოსული განცხადებების ასლები, ჩვენ გურიის გუბერნატორს, მისი თხოვნის შესაბამისად გადავუგზავნეთ, დასტურად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძის და ანა კალანდაძის გამზრდელ რაიონში ნიჭი არ დაკარგულა, რომ აქ ისევ ცხოვრობენ ნასწავლი, მონდომებული და რაც მთავარია პროფესიონალი ადამიანები. უბრალოდ, ამას დანახვა სჭირდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21 დეკემბერი, 2025

ერთი _ უარყოფს, მეორე _ ადასტურებს

იტალიის ჩემპიონატი ფეხბურთში, 31-ე ტური, 3,4 აპრილი _ ვიდეო

ყველა სიახლე

საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო