(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ შპს “ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრის” ექიმებმა, 2011 წელს, მხოლოდ იანვრის ხელფასი მიიღეს, ისიც აპრილში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელფასების გაცემის საქმეში დაბრკოლებას სადაზღვევო კომპანია “ალფა” ქმნის.
ბავშვთა სამკურნალო ცენტრის დირექტორმა დათო მდინარაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება, თუმცა, აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და შეფერხებაც ამიტომ ხდება: _ “ალფა” 70%-ით გვაფინანსებს, _ თქვა მან.
კითხვაზე, გაუცემელია თუ არა გასული წლის ხელფასებიც, მდინარაძემ აღნიშნა, რომ დეკემბრის ხელფასი იყო დარჩენილი და იგი ექიმებმა 10 თებერვალს მიიღეს.
_ ისე, მარტო “ალფას” არ დაუგვიანია ხელფასის გაცემა _ გადავადებები სხვა კომპანიებსაც აქვთ, _ დასძინა მდინარაძემ.