https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ფაქტობრივად, სახელმწიფო ჩვენ თვალწინ იქმნება”

15:04; 26.04.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არც ის შეესაბამება რეალობას, რომ ხარჯვითი წილი მმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების 32%-ია, მინდა გითხრათ, რომ არასწორია. ეს, უბრალოდ, არ შეიძლება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ნახოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და დამერწმუნება, რომ ამჟამად ეს ნაწილი სადღაც 21%-ს შეადგენს. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდგომ, სულ მალე, როდესაც ინფრასტრუქტურისა და სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებით შევცვლით ბიუჯეტს, ვნახავთ, რომ ეს პროცენტი გარკვეულწილად უფრო დაბალია, ვიდრე ის, რასაც ამბობენ” (??), _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფრაქცია “უმრავლესობის” ლიდერმა თემურ მოქიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჩვენ სიტყვასიტყვით ამოვწერეთ ეს განცხადება და სტილიც უცვლელად დავტოვეთ, რომ მისი ინტერპრეტირება არ დაგვდონ ბრალად.

 

უმრავლესობის ლიდერის პრესკონფერენცია, მისივე თქმით, აქტუალური იმიტომ გამხდარა, რომ “დუმილს ოქროს ფასი დაუკარგავს”: “პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები, გარკვეულწილად ან რეალობის არასწორი ასახვაა ან შეგნებულად ფაქტების დამახინჯებას აქვს ადგილი. ჩვენ საკმაო დუმილის შემდეგ, ვთვლიდით, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არ იყო იმის დრო, რომ ნებისმიერ წვრილმანს მმართველი პარტია გამოხმაურებოდა და კინკლაობა დაეწყო, მაგრამ ვფიქრობთ, ახლა დადგა დრო, როცა დუმილი ნამდვილად არ არის ოქრო”, _ თქვა მოქიამ.

როგორც “ნაციონალების” ოფისში ითქვა, უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ხდება, ბიუჯეტია: “ბოლო პერიოდში საკმაოდ ინტენსიური ხასიათი მიეცა ბიუჯეტთან მიმართებაში საკითხების ისეთ ინტერპრეტირებას, რომელიც რეალურად არ ასახავს იმ მიმართულებებს, რაც ბიუჯეტშია ასახული”.

“ხშირად ვხედავთ, ხოლმე, თითქოს ბიუჯეტი არის ადამიანთა ცალკეული ჯგუფების რჩენაზე ორიენტირებული. თითქოს ბიუჯეტი არ გამოდის რეალობიდან, თითქოს ბიუჯეტი პრივილეგირებულმა ფენებმა შექმნეს და ძირითადი მისია არის ის, რომ როგორმე მოემსახუროს გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისას, რაც რეალობას და სინამდვილეს არ შეეფერება. განცხადება იმისა, რომ ხარჯვითი წილი არის მმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების 32%-ი, მინდა გითხრათ, რომ არასწორია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და დამერწმუნება, რომ ამჟამად ეს ნაწილი სადღაც 21%-ს შეადგენს. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდგომ, სულ მალე, როდესაც ინფრასტრუქტურისა და სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებით შევცვლით ბიუჯეტს, ვნახავთ, რომ ეს პროცენტი გარკვეულწილად უფრო დაბალია, ვიდრე რასაც ამბობენ. (?!!) ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი და იგი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ იდეალური ბიუჯეტი გვაქვს. ეს არც შეიძლება დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ ვთვლით, რომ ბიუჯეტში ავსახეთ ყველა ის აუცილებელი, მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლო გამოწვევა, რომლის დაფინანსებაც იყო მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად იყო საზოგადოების შეკვეთა ამ მიმართულებით. პირველად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და არა მარტო ოზურგეთში, რესპუბლიკაშიც არ არის მსგავსი პრეცედენტი, საგრანტო პროგრამა შემოვიტანეთ, ამის შესახებ, სამწუხაროდ, არასდროს არაფერი არ დაწერილა. თუმცა, ყოველ შემთხვევისთვის შეიძლება, მე არ მიმიწვდა ხელი. ამ გადაწყვეტილებით პირველად გაჩნდა კონკურენტუნარიანი გარემო, გარკვეული მიმართულებით. რომელიც საშუალებას იძლევა, დავაფინანსოთ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაზედაც მოთხოვნა ჰქონდა საზოგადოებას. პირველად შეიქმნა საზოგადოებრივი დარბაზი, სადაც აქტუალური საკითხები ისმება და გარკვეულწილად საზოგადოებასთან ურთიერთობის მუდმივი კონტაქტის საუკეთესო საშუალებაა. ასევე საზოგადოება ჩაერთო სოფლის განვითარების პროგრამების პრიორიტეტების გამოვლენაში, ხელისუფლება მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ. რაც ქვეყანაში დაიწყო მშენებლობები და რაც 30 წელი არ გაკეთებულა, ახლა კეთდება. ალბათ, ვერ დამისახელებთ სხვა ქვეყანას, რომელმაც 7 წელში შეძლო იმდენის გაკეთება, რამდენიც ჩვენმა სახელმწიფომ. ფაქტიურად, სახელმწიფო ჩვენ თვალწინ იქმნება. მმართველი პარტია მზად არის, ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტთან თანამშრომლობისთვის. ხოლო ჩვენ შორს ვართ იმ შეხედულებებისგან, რომ გარკვეულწილად უპასუხისმგებლო წამოძახილებით, ან ვთქვათ, იგივე, არადამაჯერებელი არგუმენტებით საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები, მხედველობაში მაქვს იგივე ამერიკული სიმინდი, რომელიც იქცა რატომღაც ყბადაღებულ თემად. იბეჭდება, რომ თითქოს ოქროს ნალიები დაიდგმება შემოდგომაზე, ანუ არის რაღაც აჟიტირება ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა ვგრძნობთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა სეზონურია, ეს არის შუა საუკუნეობრივი რაღაც ფეოდალური მეურნეობა. იმის შემდგომ ჩვენთან მეურნეობა არ განვითარებულა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, შესაძლებელს გახდის, რომ აი, წლიდან წლამდე გლეხს-ფერმერს გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი, რაც არ იქნება კონკრეტულად მხოლოდ მარცვალი, მსხვილფეხა საქონლის და ფრინველის განვითარებას ხელს შეუწყობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა და ეს სერიოზულ ასახვას ჰპოვებს არამარტო დასავლეთში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც. ჩვენი თხოვნა და შეხვედრის მიზანია, ყველაფერი ასახული იყოს ობიექტურად. მაგალითად, ნაგომარში გვთხოვენ გაზიფიცირებას, სხვა სოფელში _ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, იგივე შეხვედრა 6 წლის წინ რომ ჩატარებულიყო, მსგავსი რამ ადამიანის ტვინში, ქართველი კაცის ტვინში არ მომწიფდებოდა(?!). არის თემები, რომელიც კორექტულ დაწერას საჭიროებს, ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ინფორმაციებს აწვდიან მედიას, ან ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, ან გარკვეულწილად შეგნებულად ამახინჯებენ ფაქტებს. უამრავი პრობლემა არსებობს, განსაკუთრებით სოციალური და თან მწვავე. ამას ყველა ვხედავთ, ჩვენ ვიცით, რა არის ყველაზე რთული, ყველაზე მძიმე ჩვენს ქვეყანაში. ვცდილობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გარკვეული პროგრესი იქნას მიღწეული. უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა და ამას ცენტრალური ხელისუფლებაც აღიარებს და ნებისმიერი ჩვენთაგანიც ვხედავთ. საგზაო მშენებლობების ბუმია, ვითარდება ტურიზმი, მუშაობენ რადგან ინვესტორები იქნას მოზიდული, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდეს შემოსავლები და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს. რაც შეეხება სოციალურ სფეროს, როცა დავგეგმეთ ბიუჯეტი, აქედან ერთ თვეში 37 ათასი ლარით გავზარდეთ სოციალური სფეროს დაფინანსება”, _ აღნიშნა თემურ მოქიამ.

“გურია ნიუსმა” თემურ მოქიას რამდენიმე კითხვა დაუსვა:

_ ბატონო თემურ, თქვენ საუბრობთ სოციალური სერვისის გაუმჯობესებაზე, თუმცა ფაქტი სხვაა _ მოქალაქეები ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას.

_ ჩვენ ვეხმარებით მედიკამენტებით. ვაფინანსებთ ოპერაციებს.

_ და როგორ ადგენთ, როგორც თქვენ თქვით, ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს? ანუ, რა კრიტერიუმით ხდება მათი შერჩევა? ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან დახმარება ესაჭიროება, ვერ სარგებლობს ამ სერვისით.

_ სოციალური დახმარების გაცემის წესი არსებობს. პრიორიტეტებია დალაგებული, პირველ რიგში, ონკოლოგიურად დაავადებულებს ვუწევთ დახმარებას. ასევე _ უნარშეზღუდულებს. ძირითადად მაინც მედიკამენტებით ვეხმარებით.

_ მიმდინარე წელს ონკოლოგიურად დაავადებულ რამდენ ავადმყოფს გაუწიეთ დახმარება და რამდენი ლარით დაეხმარეთ?

_ ონკოლოგიური, როგორც ასეთი, გამოყოფილი არ გვაქვს. ანუ ეს მთლიანობაშია მოქცეული და ცალკე მუხლი არ არსებობს.

_ წეღან ბრძანეთ, რომ პრიორიტეტულად მათ ეხმარებით ან მთლიანობაში რას გულისხმობთ?

_ ერთად არის, ერთ მუხლში. თუმცა, გასულ წელს ასე იყო. ახლა მთლიანობაში მოექცა.

_ ფიქრობთ, რომ პროექტი, რომელიც დაამტკიცეთ, ეფექტურია?

_ დიახ, ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტური და მოქნილია.

_ რაში გამოიხატება ეს მოქნილობა, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?

_ ერთჯერადი დახმარებები აღარ გაიცემა, რადგან 50-100 ლარი არაფერი შეღავათია.

_ ონკოლოგიურად დაავადებულ ყველა ადამიანს ეხმარებით?

_ არა, ყველას ვერა.

_ რის მიხედვით ანიჭებთ ასეთი კატეგორიის ავადმყოფებს პრიორიტეტს?

_ შესაბამისად, სტადიის მიხედვით. შევეცდებით, ამ სფეროში მეტი ფინანსების მობილიზება მოვახდინოთ. ჩვენ ვცდილობთ, დამტკიცებული ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

_ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მართებულია ამდენი ცვლილებები ბიუჯეტში?

_ ბიუჯეტი ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ ახლაც შევიტანეთ ცვლილებები, დაახლოებით 2 მილიონით გაიზარდა, რომელიც ინფრასტრუქტურის და სოფლის განვითარებას მოხმარდება.

_ მე არ ვგულისხმობ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხულ თანხებს, გეკითხებით ადგილობრივ შემოსავლებზე.

_ ჩნდება შემოსავლები, რომელსაც წლის დასაწყისში ვერ დაგეგმავ, მაგრამ არსებობს გარკვეული პროგნოზი, რომლის საფუძველზეც დგება ბიუჯეტი. თანხები, როცა შემოდის, ცვლილებებიც ხდება გარკვეულ მუხლებში.

_ ორგანიზაციები საბიუჯეტო განაცხადების საფუძველზე დააფინანსეთ და შემდეგ გაზარდეთ მათი ბიუჯეტი? რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს პროცესი? სწორედ აქ არის პრობლემები; როგორც თქვენ განაცხადეთ, აი, ამ კუთხით აკეთებენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები კომენტარებს. ზუსტად ეს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ პრიორიტეტები არასწორად არის დალაგებული. რაც შეეხება თქვენს შენიშვნას, რომ, საგრანტო პროგრამას არ ვაშუქებთ, გავითვალისწინებთ და აქვე გკითხავთ: როგორ მოახერხეთ დაგეფინანსებინათ გურიის განვითარების სააგენტო მაშინ, როცა ამ ორგანიზაციას საბიუჯეტო განაცხადიც არ ჰქონდა შემოტანილი?

_ ბიუჯეტირება არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს საბიუჯეტო მოთხოვნები იქნება თუ საბიუჯეტო განაცხადები. კეთდება პრიორიტეტების ჩამონათვალი, ეს ხომ ერთ დღეში არ ხდება, სისტემატურად მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა. როცა შემოსულობები მატულობს, ბიუჯეტში ცვლილებებიც ხდება.

_ მე კონკრეტული შეკითხვა დაგისვით: გქონდათ თუ არა კანონიერი უფლება დაგეფინანსებინათ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საბიუჯეტო განაცხადიც არ გქონდათ.

_ დიახ, რა თქმა უნდა გვქონდა და აქვე განვმარტავ, რომ ჩვენ მედიის მიმართ არ გვაქვს პრობლემა, რომ რომელიმე ფაქტს არაობიექტურად აშუქებს, პირიქით, დავაზუსტებ, რომ ოპონენტები არიან არაობიექტურები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციის მანქანები გახდა სალაპარაკო თემა.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელი იყო, ასეთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციისთვის ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა, მაშინ, როცა ამ უწყებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს?

_ იცით, რა, პოლიციის დაფინანსება და ხელშეწყობა აუცილებელია. ყველას გვახსოვს ღიპიანი მილიციელების ეპოქა.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მმართველობის ხარჯვითი წილი არა 32%, არამედ 21%-ია, რაც კიდევ დაიწევს. ბატონო თემურ, პროცენტული მაჩვენებლები დაიწევს, თუმცა, ის დაფინანსება, რაც საჯარო მოხელეების შენახვას და ფუფუნებას ხმარდება, არ მოიკლებს!

_ დიახ, მაგრამ პროცენტულად ხომ დაიწევს(?!).

ამის შემდეგ “გურია ნიუსი” საჯარო მოხელეთა პრემიების საკითხს შეეხო, რაზედაც მოქიას პასუხი ასეთი იყო: ყველა თანამშრომელი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს და ამისათვის იღებენ პრემიებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონ თემურს არ დაუსახელებია მედიასაშუალება, რომლის მიმართაც “უმრავლესობას” პრეტენზიები აქვს, პრესკონფერენციაზე გაჟღერებული თემებით ადვილად მისახვედრი გახლდათ, რომ იგი, პირველ რიგში, “გურია ნიუსს” გულისხმობდა და ვვარაუდობთ, “ზემოდან” წამოსული დირექტივით “გაგვკიცხა” და არა საკუთარი ნებით.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბიუჯეტის, სოფლის მეურნეობის, სოფლის დახმარების პროგრამის, სოციალური პოლიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი თემების მონიტორინგს და ტრიბუნას მოსაზრების, შეფასების გამოსათქმელად კვლავაც ყველას დავუთმობთ _ ეს, უბრალოდ, ჩვენი მოვალეობაა. რაც შეეხება დუმილს, იგი ოქროდ არასდროს მიგვიჩნევია; არც მაშინ, როცა შევარდნაძის, გამსახურდიას მმართველობის დროს თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოხელეები კანონს არღვევდნენ ან შეცდომებს უშვებდნენ და თან “მოქკავშირის”, “მრგვალი მაგიდის” სახელით აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს სწორად, საშვილიშვილოდ და უშეცდომოდ აშენებდნენ. მაშინაც და ახლაც, უცვლელად თანამდებობებზე მყოფ პირებს შევახსენებთ მათივე პარტიის შვიდი წლის წინანდელ საარჩევნო ლოზუნგებს: “მილიონი სამუშაო ადგილი!” “სტაბილურობიდან _ კეთილდღეობისკენ!” რომელი დავიჯეროთ _ ის, რასაც მაშინ გვეუბნებოდით თუ ის, რასაც ახლა ამბობთ?! შვიდი წლის წინ თუ ქვეყანა იქცეოდა, “გიხაროდენ! გიხაროდენ!” რატომღა ისმოდა ლამის სახელმწიფო ჰიმნის ნაცვლად?!

თუ პარტიული ინტერესებით არსებობას, სიმართლისთვის თვალის არიდებას არ მოვიშლით, სამწუხაროდ, შვიდი წლის შემდეგაც კარგად ნაცნობი ვითარება გვექნება _ ძველ ლოზუნგებს კიდევ ერთი _ “საქართველო სიღარიბის გარეშე!” შეემატება, უმრავლესობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ჩვენ “გაგვკიცხავენ”, რომ “საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს”, თავად კი, “მძიმე მემკვიდრეობის” გამო, სახელმწიფოს “აშენებას” ჩვენ თვალწინ… ისევ თავიდან შეუდგებიან!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ბავშვს რომ მოშივდება, გული ცუდად მიხდება"

ლელო შუხუთში

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო