https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქართველოVSრუსეთი _ ვიდეო

13:05; 5.05.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2011 წლის 1 აპრილს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებითი განხილვისთვის, მას არ გააჩნია შესაბამისი იურისდიქცია. საქმე ჩავარდა, თუმცა ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ეს ჩავარდნა დროებითია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი აცხადებდა: „მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სარჩელი ჩავარდა დროებით, საქართველოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო.”

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს მიერ შეტანილი განაცხადი უკავშირდება „რუსეთის ფედერაციის მიერ, ქართველების უფლებების დარღვევას ეთნიკური ნიშნით, რაც გამოიხატა, 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებისათვის ხელის შეშლით, დაბრუნებული ეთნიკური ქართველებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობით და 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტამდე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ქართველების მასობრივი გამოდევნით, რასაც თან ახლდა სოფლების განადგურება ეთნიკური ქართველების დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით.”

უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულის დამტკიცება, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ქართული მხარის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. ამ მოთხოვნით, განაცხადი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თითქმის სამი წლის თავზე, სასამართლომ კი განაცხადა რომ საქმის არსებითი განხილვისთვის, მას არ გააჩნია შესაბამისი იურისდიქცია.

სასამართლოს არგუმენტს წარმოადგენდა ის პროცედურული დარღვევები, რომელიც უნდა გაევლო საქმის არსებით განხილვამდე. „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლი ადგენს: “მონაწილე ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის, ამ კონვენციის გამოყენების ან განმარტების დროს წამოჭრილი ნებისმიერი დავა, რომელიც არ წყდება მოლაპარაკებების ან კონვენციაში სპეციალურად გათვალისწინებული პროცედურების გზით, რომელიმე ნებისმიერი მოდავე მხარის მოთხოვნით გადაეცემა გადასაწყვეტად საერთაშორისო სასამართლოს, თუკი მხარეები არ შეთანხმდებიან დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებზე.”

ქართული მხარის განცხადებით, პროცედურული ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი, ამ საკითხზე აცხადებდა: „ჩვენი პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა სარჩელის შეტანამდე სასამართლოში არსებულ პრეცედენტებს, არის ის, რომ საქართველოს მცდელობები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთთან იყო უნაყოფო, რუსეთის ცალსახა დამოკიდებულების გამო.”

აღნიშნულთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები პრესის საშუალებით პირველ აპრილს, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გამოითქვა, თუმცა სიუჟეტის მომზადების პროცესში, ექსპერტთა ნაწილმა უარი თქვა კომენტარზე, ნაწილი კი, საქმეს კვლავ არ იყო გაცნობილი. ამდენად, საერთაშორისო სამართლის იურისტები, რომელთა მოსაზრებებსაც ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიებს წარმომადგენლები არიან, თუმცა თემის აქტუალობიდან და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ასევე ამ საკითხზე საპირისპირო პოზიციების დეფიციტის პირობებში, ვფიქრობთ საზოგადოებისთვის ურიგო არ იქნება ამ კომენტარების მოსმენა.

შესაბამისად, თეა წულუკიანი ერთ-ერთია რესპონდენტებს შორის, რომელიც ბურჯალიანის განცხადებას პროცედურული ნორმების დარღვევის შესახებ, ასე პასუხობს: „ამ კონვენციის 22–ე მუხლის თანახმად, სანამ უჩივლებ მართლმსაჯულების ჰააგის სასამართლოში რომელიმე სახელმწიფოს, მოსარჩელის მოვალეობაა, მოპასუხე მხარეს მოსთხოვოს მოცემულ თემაზე მოლაპარაკება. ეს არის პირველი პროცედურული შესაძლებლობა და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ არის მეორე გზაც: – უნდა მიმართო საერთაშორისო კომიტეტს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომელსაც აარსებს იგივე კონვენცია. ჩვენს სახელმწიფოს არც ეს გაუკეთებია. მათ იჩქარეს და ეს სისწრაფე დამაზიანებელი აღმოჩნდა ამ სარჩელის ბედისთვის.”

პროცედურული ნორმების დარღვევაზე საუბრობს თინა ხიდაშელიც რესპუბლიკური პარტიიდან: „სრულიად ნათელი იყო 2008 წლის სექტემბერში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროცედურული დარღვევით შეიტანა სარჩელი სასამართლოში და ამას დიდი აკადემიკოსობა არ ჭირდება. რა თქმა უნდა, კონვენციის პროცედურა დაარღვია ქართულმა მხარემ სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად, რადგან მათი ამოცანა იყო რამდენიმე წლის განმავლობაში ესაუბრათ იმაზე, თუ რაოდენ გამბედავები არიან, როცა რუსეთს უჩივლეს საერთაშორისო სასამართლოში, რომ რეალურად უნდათ რუსეთი ნახონ დასჯილი, სინამდვილეში კი მათ პიარი უნდოდათ”.

ფაქტია, რომ სასამართლოს ერთერთი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მან საქმის არსებით განხილვაზე უარი თქვა, სწორედ პროცედურული ნორმების არ დაცვაა, მაგრამ რუსეთის ფედერაციასთან რეალურ საბრძოლო თუ საერთაშორისო არენაზე დაპირისპირების არც თუ სახარბიელო გამოცდილება, გვაძლევს საფუძველს დავსვათ შემდეგი შეკითხვა, საქართველოსგან დამოუკიდებლად, არსებობდა თუ არა რაიმე სხვა გარემოება რომელმაც განაპირობა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება?

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ შეთქმულების თეორიების არ სჯერა, მაგრამ იქვე მიანიშნა რომ მიზნის მიღწევის რუსულ მეთოდოლოგიებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მისი თქმით:
„რუსეთი ყველა მეთოდს იყენებდა იმისთვის, რომ სასამართლოს არ მიეღო სარჩელი განსახილველად საერთოდ, მათ შორის სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ თუ სასამართლო ამ საქმეს მიიღებს, საერთოდ დატოვებს ყველა ხელშეკრულებას და საერთოდ გამორიცხავს მის მონაწილეობას საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმებში. იგივე გააკეთა გასულ წელს შემოდგომაზე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა, როდესაც სასამართლოს პრეზიდენტი წარადგენდა თავის ყოველწლიურ მოხსენებას. ამიტომ, რუსული მეთოდოლოგია ამ ბრძოლაში ძალიან ცალსახა იყო და ეს ყველამ დავინახეთ”.

თეა წულუკიანი თავის მხრივ აცხადებს, რომ არც ჰააგის და არც სტრასბურგის სასამართლო არ გახლავთ პოლიტიკური ორგანო და იქ გადაწყვეტილებებს იღებენ იმ მტკიცებულებების საფუძველზე და იმ დავის ფარგლებში, რომელსაც მხარეები წარუდგენენ ამა თუ იმ სასამართლოს, ამიტომ სპეკულაციები იმაზე, რომ იმიტომ დავმარცხდით ჰააგის სასამართლოზე, რომ სასამართლო პოლიტიზირებული იყო, წულუკიანის შეფასებით უპასუხისმგებლო განცხადებაა. მისი თქმით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ჰქონდა არაკომპეტენტური და სუსტი პოზიცია, რამაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დააზარალა.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ არავითარი დიპლომატიური გადაწყვეტილება რუსეთისათვის და კოჭის გაგორებასთან, რაც ძალიან მაღალი თანამდებობის ერთერთმა პარლამენტარმა განაცხადა, ჩვენ არ გვაქვს საქმე. მისი თქმით, „შენ თუ უკაცრავად და, შეგნებულად უკეთებ პროვოცირებას სასამართლოს, ეს არ არის ცირკი, რომ იქ ვაშაძემ დასცინოს, ან სააკაშვილმა დაემუქროს და მერე იქ მოსამართლეებს შეეშინდეთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება”. ხიდაშელი აცხადებს, რომ არ შეიძლება, ასე მოუმზადებელი ხვდებოდე ასეთ მნიშვნელოვან პროცესებს.

თუმცა, როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან გაირკვა, იყო პოზიტივიც. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი ქართულ საზოგადოებას პირველ აპრილს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა ასეთი ფორმით მიაწოდეს: „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი კონფლიქტის მხარედ აღიარა”.

თინა ხიდაშელი ამ განცხადებას ასე განმარტავს: „კონფლიქტამდე რამდენადაც საქმე არ მისულა, სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოში მხარეები არიან რუსეთი და საქართველო, რადგან საქართველომ რუსეთს უჩივლა სასამართლოში და არა ვენესუელას და სხვა რომელიმე სახელმწიფოს და სასამართლომ დავის მხარედ აღიარა რუსეთი და არა კონფლიქტის მონაწილე მხარედ”.

თეა წულუკიანიც იმავე განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში არსად წერია რომ კონფლიქტის მხარედ აღიარა სასამართლომ რუსეთი და საქართველო. აქ წერია, რომ ეს დავა გაჩნდა 2008 წლის აგვისტოში და მანამდე თუ არსებობდა ასეთი დავა, საქართველომ ამის მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა. მისი თქმით, ეს რა თქმა უნდა დასანანია, რადგან გაუგებარია, როგორ შეიძლებლოდა ჩვენი სახელმწიფოს ხელში არ არსებობდეს ეს დოკუმენტები, რომელიც დაამტკიცებდა, რომ 90-იანი წლებიდან 2008 წლის აგვისტომდე ამგვარი ტიპის დავა ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა.” ეს ვერ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრომ. სამაგიეროდ დამტკიცებულად ჩაეთვალა მას ის, რომ ამგვარი ტიპის დავა გაჩნდა და არსებობდა 2008 წლის 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, ანუ სარჩელის შეტანის დღემდე და სასამართლომ ამ დავის განხილვაზე კი უარი განაცხადა იმ პროცედურული ნორმების გამო, რომელიც უკვე მოგახსენეთ.”

ვფიქრობთ, საინტერესოა რა არგუმენტებს იშველიებდა რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი იურისტების ჯგუფი ქართული მხარის მტკიცებაზე, რომ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი იყო რუსეთი.

“თუკი არსებობს რაიმე დავა, რომელიც თავის თავში გულისხმობს რასობრივი დისკრიმინაციის რაიმე მტკიცებულებებს, რომელიც ჩადენილია აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამ დავის მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ საქართველო და მეორეს მხრივ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და არა რუსეთის ფედერაცია.”

სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არგუმენტებს პროცედურული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ქართული მხარე არ ეთანხმება, ოფიციალური თბილისი აღნიშნული ტექნიკური თუ პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრას მაინც იწყებს.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომენტარში აღნიშნავს: „საქართველო შეეცდება ამ ბარიერის გადალახვას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკება დავიწყოთ. ჩვენ ამას დავაფიქსირებთ ღიად, ოფიციალურად, ფორმალურად, იმიტომ რომ მოლოდინი ნამდვილად გვაქვს რომ რუსეთი არ იქნება კონსტრუქციული, როგორც მინიმუმ ამ მოლაპარაკებებში”.

თუმცა, საქმის განახლების პერსპექტივებთან დაკავშირებით, პესიმისტურად არის განწყობილი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, რომც მოვიგოთ მართლმსაჯულების სასამართლოში საქმე, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს არავითარი სხვა ძალა გარდა ისეთივე სარეკომენდაციო, სარეზოლუციო, არასავალდებულო ხასიათის ძალა აქვს და არა გადაწყვეტილების მიღებისა.

ფაქტია, რომ სასამართლომ ქართულ მხარეს დაავალა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, რაც ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს. აღნიშნული საქმე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია იურიდიულიდან პოლიტიკურ არენაზე მოხვდეს და ამ უკანასკნელის პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვეს. შესაბამისად საინტერესოა რა იქნება ეს პოლიტიკური შედეგები, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შეიძლება გაჩნდეს:

საქმის განახლება, სავარაუდოდ გულისხმობს, რომ აღნიშნულზე დაიხარჯოს კიდევ რამდენიმე წელი, დამატებითი ფინანსები და ადამიანური რესურსი. დრო კი სავარაუდოდ, ქართული მხარის სასარგებლოდ არ უნდა მუშაობდეს, ვინაიდან 90 წლებიდან მოყოლებული პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგებით (ოკუპაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება) „უკმაყოფილო” ქართული მხარეა და არა რუსეთი.
არასამთავრობო ორგანიზაცია, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ჰააგის გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური შედეგი უკვე უარყოფითია და ამ შემთხვევაში სამთავრობო პიარ პროპაგანდას: – ნეგატიური გადავაქციოთ პოზიტიურად და დავინახოთ ის მხარე რომ ჰააგის სასამართლომ, თითქოსდა რუსეთი სცნო კონფლიქტის მხარედ, ხდება იმის გამო, რომ არა მხოლოდ რთულია ასეთი საქმეების მომზადება, არამედ ისიც რომ ჩვენ გავურბივართ საერთოდ რუსეთთან დიალოგს.

საქართველოVSრუსეთი _ ვიდეო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას”

16:22; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15:09; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: “ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე”

10:41; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო  ამის საუკეთესო მაგალითია” _ მაკა ბოჭორიშვილი 

10:38; 11 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან შეიძლება მივიღოთ ისაა, რომ გაიზრდება “ოცნებით” უკმაყოფილოთა რიცხვი” – დავით ზურაბიშვილი

09:53; 11 დეკემბერი, 2025

"ჩვენც დავბერდებით"

საარჩევნო ხმების სანაცვლოდ "ნაჩუქარი" ტრაქტორები სოფელს უკანვე წაჰგვარეს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17:35; 11.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 11.12.2025
ფინანსები

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

17:09; 11.12.2025
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

16:55; 11.12.2025
სამართალი

საკადრო ცვლილებები შსს-ში – ვინ სად დაინიშნა

16:29; 11.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას”

16:22; 11.12.2025
საზოგადოება

გადატანის შემდეგ ტოვებს თუ არა “ღორის გრიპი” იმუნიტეტს?

16:12; 11.12.2025
საზოგადოება

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა

16:02; 11.12.2025
საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

15:29; 11.12.2025
საზოგადოება

როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში – პაატა იმნაძის განცხადება

15:19; 11.12.2025
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15:09; 11.12.2025
სამართალი

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი

14:36; 11.12.2025
სამართალი

საიამ სტრასბურგში “გავრილოვის ღამის” საქმე მოიგო

14:02; 11.12.2025
სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავა

13:59; 11.12.2025
მსოფლიო

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

13:49; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო