https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საარჩევნო ხმების სანაცვლოდ “ნაჩუქარი” ტრაქტორები სოფელს უკანვე წაჰგვარეს

18:05; 5.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მათი თქმით, ეს ტრაქტორები სუფსის მოსახლეობას უშუალოდ პრეზიდენტმა აჩუქა, თუმცა, არ ფლობენ ინფორმაციას “საჩუქარში” სააკაშვილმა საკუთარი ფული გადაიხადა თუ ისევ ხალხის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყიდა და საარჩევნოდ “გააჩუქა”. ამ ტრაქტორებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც სარგებლობდნენ. პოლიტიკური პარტიის “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, მანანა ნაჭყებია ფაქტის კომენტირებისას მიიჩნევს, რომ ამგვარი საქციელი ხელისუფლების ხელწერაა, ხოლო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ხინთიბიძის მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საგაზაფხულო სამუშაოების თითქოსდა ეფექტურად წარმართვის მიზნით ერთიანი ამხანაგობის შექმნა, ტექნიკის ერთ ხელში თავმოყრის სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა კეთილშობილურ მიზნებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრები აგრონომი და მეურნეობის დირექტორად ნამუშევარი, მექანიზატორი, სოფელ ჩოჩხათის ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჯემალ კვაჭანტირაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ისეთი განუკითხაობა როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა:

_ ამხელა სოფელში ტრაქტორი არ უნდა იყოს?! ადრე რომ მეურნეობაში ვმუშაობდით, სოფელში 14 ტრაქტორი გვყავდა, 600 ჰექტარ მიწას ვხნავდით და ვთესავდით. ერთმა და ორმა ტრაქტორმა რა უნდა ქნას? ისიც წაგვართვეს. ის ტრაქტორები სუფსისთვის იყო განკუთვნილი და არა მთლიანად ლანჩხუთისთვის. ამ ტექნიკით სოფელ ღრმაღელის მოსახლეობაც სარგებლობდა. ახლა ფართობები არც დახნულია და არც მოჩალული, საგაზაფხულო სამუშაოების ერთი პროცენტი არაა ჯერ ჩატარებული ამხელა სოფელში. შარშან 250 ჰექტარი მიწის ფართობიდან მხოლოდ 10 ჰა დაითესა. ვერ დათესა ხალხმა _ არც ღობეა, არც სხვა რამ საშუალება. ხალხის ყოფა უმძიმესია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ვიკითხე, ამერიკული სიმინდის თესლი რა ღირს-მეთქი და 16 ლარიო, _ მითხრეს. გადავირიე, კარაქი და ზეთი ახლავს, თუ რაა ამისთანა?! ამერიკიდან ჩამოტანა ღირს 16 ლარი? ახლა არც ოპოზიციის მჯერა და არც ხელისუფლების, ერთმანეთს უწყობენ ხელს. დაქრიან, სადაც უნდათ, რასაც მოისურვებენ, იმას აკეთებენ. სად აქვთ ამდენი ფული? თვეში რომ ხარჯავენ, იგი რომ ხალხს მისცენ, ორ სოფელს ეყოფა… ხალხს ორი ლარიც არ აქვს საწვავი რომ იყიდოს, ტრაქტორისტსაც ფული უნდა, სასუქსაც… თქვეს, 50 ლარი გახდება აზოტიო და პროცენტობა მოიმატებსო. პროცენტობა არ გაზრდილა და ფასს ადებენ. ვინ შეძლებს ყიდვას? გზებს და სასტუმროებს აკეთებენ, რად მინდა მე სასტუმრო? მეღირსება იქ მისვლა, ან ერთი პროცენტი სოფლის მოსახლეობისა თუ შევა და მოიხმარს იმ სასტუმროს? ეს ხალხი დაწყდება ნელ-ნელა მშიერი, მთავრობას ფეხებზე ჰკიდია. იძახიან, კახეთი და აჭარაო, გურია რუკაზე არაა. სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ იტყვის, “დედალი ძროხაო”, რა პროფესიისაა, საერთოდ, ვინაა? რაზე უნდა ილაპარაკო ამის მერე? ვითომ აგრონომები არ იყვნენ საქართველოში! ხალხს იმედი გადაწურული აქვს, რომ მოსავლის დათესვას შეძლებენ. თან ერთისთვის ან ათისთვის თავის შეწუხებას არ აპირებენ _ მასიურად უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ტრაქტორი გამოგზავნონ, თანაც წინასწარ უნდა შეიტანო ფული. ვის აქვს დაწყობილი ფული სახლში?! შიმშილით მოკვდი და თავი კედელს ახალე _ ვის აინტერესებს?

სუფსაში მცხოვრები ტრისტან მოქია: _ ადრე სოფელ შუხუთს წაართვეს ტრაქტორი არჩევნები რომ წააგეს, იმიტომ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ამას ვერ ვხვდებით. სუფსის მოსახლეობას ისედაც ტოტალური შრომა სჭირდება, რომ როგორმე მოსავალი აიღოს, მოუსავლიანი მიწაა. მიწებიც იმიტომ გაფუჭდა, რომ წყალს გასავალი არ აქვს, არხები არაა, დატბორილია ყველაფერი. სუფსამ მოიგო არჩევნები, მოაგებინეს მაჟორიტარს. თქვენს გაზეთთან რომ ამბობს მაჟორიტარი, სანამ უნდა ვუღობოთ ამ ხალხს და სანამ უნდა ვუკეთოთ გზაო, არჩევნებს სანამ მოაგებინებდნენ, მანამ ხომ არ საუბრობდა ასე?! მოაგებინეს, მაგაზე მუშაობდა პოლიცია, მთავრობა, საბიუჯეტო ორგანიზაციები. სამაგიეროდ, ახლა არჩევნები რომ იქნება, ამ კუთხეში არავინ მისცემს ამათ ხმას. ჩვენი მაჟორიტარი პარლამენტში გოგუაძე თვალითაც არ გვინახავს; არადა, რაიონის პრობლემა არ უნდა მიიტანოს პარლამენტამდე? უგემოვნო შოუებითაა სავსე ტელევიზიები, რომ გამოაშტერონ ხალხი, ხოლო ხალხზე, რეგიონებზე, სოფლების პრობლემებზე არაფერი შუქდება. ლელოზე რომ “ჩამოზავდა” ამდენი მინისტრი, ერთი ეკითხათ გლეხისთვის, რას შვრებიო! ამ ლელოშიც ჩაგვეზიარენ, რომ დრო ატარონ და იქეიფონ. ასე აყვავდება ტურიზმი?! წაიყვანეს ტრაქტორები და ჩვენ თუ რამე გვინდა, აღარ კითხულობენ. შარშან მოსავალი არ იყო. წელს საწვავის ფულიც არაა, რომ დავთესოთ.

ამბობენ, ტრაქტორები იმიტომ წავიყვანეთ, ამხანაგობებს გავამსხვილებთო. ეს გაერთიანება, როგორც ჩვენ ვიცით, თბილისიდან არ არის ნებადართული. უნდა ვიკითხოთ, ნაჩუქრობა თუ იყო, რატომ წაიყვანეს. არჩევნებში გამარჯვებულ სუფსას გადმოეცა ეს ტრაქტორები, ყველაზე მეტი ხმა სუფსიდან წაიღეს, ნეტა, აწი არ უნდათ ეს ხმები?! გაწამაწია ხვნა-თესვის პერიოდია, ასეთ გაჭირვებაშია ხალხი და ლუკმა გამოგვართვეს პირიდან. ახლა ტრაქტორები წაგვართვეს. ადრე კი გვეხვეწებოდნენ, ხმა მოგვეცით და სანაცვლოდ, საჩუქრები იქნებაო. ტრაქტორებს გამოგიგზავნით პრეზიდენტიო…

_ ვინ გპირდებოდათ ამას?

_ ვინც დადიოდა და აქტიურობდა, ის. ხმების 90% აიღეს აქ და პრეზიდენტმაც გამოგვიგზავნა საჩუქრად ტრაქტორები. ტექნიკის წაღების უფლება გამგებელს არ ჰქონდა. ახლა ჩამოყალიბდა ახალი გაერთიანება. “ეს არ იყო ნაჩუქარი და ტრაქტორები ლანჩხუთს უნდა გადაეცესო”. თუ სამი წლის მანძილზე პრობლემა არ იყო, ახლა რა არ მოუვიდათ თვალში? ჩვენ არც საწვავი გვითხოვია, არც ზეთი და არც სხვა რაიმე ნაწილი. ჩვენი სახსრებით ვპატრონობდით.

_ ჩვენი ტრაქტორები წაიყვანეს და ჯაპანაში დააყენეს. შუხუთში არჩევნები ვერ მოიგეს და ტრაქტორი წაართვეს, დასაჯეს სოფელი. ჩვენ რისთვის გვსჯიან?! პირველ რიგში ხვნა-თესვისთვის ვიბრძვით, მეორე რიგში _ სასმელი წყლისთვის, ყანებსაც შეღობვა უნდა. ჩვენი აზრით, ეს არ იცის პრეზიდენტმა და გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით, მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მისი ნაჩუქარი ტრაქტორები წაგვართვეს. ეს დაბალ დონეზეა გაკეთებული, თვითნებურად, _ ამბობენ სუფსის მცხოვრებლები.

სუფსის ამხანაგობის თავმჯდომარე მურად ჩხაიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ტრაქტორები სოფელ სუფსას პრეზიდენტმა აჩუქა, სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად მიჰყიდა და ჩამორთმევის უფლება არავის ჰქონდა:

_ “ამხანაგობა” შეიქმნა 2007 წელს. გურიას გადმოსცეს რვა ტრაქტორი. აქედან სამი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გადმოეცა. შეიქმნა ამხანაგობა “ჯაში” და “კოლხეთი.” “კოლხეთის” თავმჯდომარე მე ვიყავი. ეს იყო სუფსის ტერიტორიაზე. შემდეგ, 2008 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო ხუთი ტრაქტორი. აქედან ორი, სუფსას აჩუქეს დამატებით, ერთი _ ჩოჩხათს, ორი კი, დარჩა ლანჩხუთს. თავიდან უარი ვთქვი, არც ჩამოყვანაზე ვყოფილვარ. ჩამოიყვანეს ტრაქტორი შეცდომით, მოტორიც სხვა ჰქონდა და იმის საბუთის გაკეთებაზე ბევრი ვიწვალე. მერე მოხდა ამ საბუთების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამ მიღება-ჩაბარების აქტზე წამიყვანეს თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში. მერე გარკვეული დროით გამიშვეს ისევ სასწრაფოდ თბილისში. ეს იყო 2008 წელს. მერე, ადგნენ მოულოდნელად და ეს ხუთივე ტრაქტორი ჩემზე გადმოაფორმეს, თან ხელი მომაწერინეს აქტზე. დავრეკე ლანჩხუთში და ასე მითხრეს, შენ არაფერი არ გინდა, მარტო ხელი მოაწერეო. პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით სოფელმა წლევანდლამდე ისარგებლა. 21 მარტს დამიბარეს ლანჩხუთში, დამაწერინეს ნებაყოფლობითი განცხადება გათავისუფლების თაობაზე. ცოტა წინააღმდეგი რომ წავედი, უკვე ზეწოლის ქვეშ მოვექეცი, მუქარაც იყო.

_ ვისგან იყო მოთხოვნა ბატონო მურად?

_ თათბირი ჯერ გამგებელმა თავისებურად ჩაატარა. ყველა ვესწრებოდით, ამხანაგობების წარმომადგენლები, მექანიზატორები… თუმცა, იმ დღეს არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ძნელია, ერთმა პიროვნებამ, მურად ჩხაიძემ გადავწყვიტო იმ ქონების ბედი, რაც სოფელს ეკუთვნის და სოფლის საკუთრებაა. მე უნდა გადამეწყვიტა სოფლის ბედი ან თვითონ როგორ გადაწყვიტეს?! ადრე ვითხოვდი, და ბრძანებაშიც წერია, რომ ტრაქტორებისთვის გამოეყოთ ადგილი, დასურათება მოეხდინათ და თვეში ერთხელ ინფორმაცია მიეწოდებინათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ამხანაგობის გაუქმების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ხომ ვერ დაეტაკები?! ეს არის პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორი, მე ამხანაგობის ხელმძღვანელი ვიყავი და რადგან ეს ასე იყო, მიმაჩნია, რომ ტექნიკის სოფლისთვის წართმევის უფლება ლანჩხუთის გამგებელს გია გოგუაძეს არ ჰქონდა. არც იმის უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა ამხანაგობა. გაამსხვილა, შექმნა აგროსერვისი და ამ საკითხზე მარტში მოგვაწერინეს ხელი. რა მექნა, რომ არ მომეწერა?! მართალია, ამ ტექნიკაზე მუშაობით არაფერი შემოსავალი არ მქონია, დღესაც ფიზიკურად ვშრომობ ჯართზე… ნახეთ, ხელები როგორ მაქვს, მაგრამ მე სოფელს ვერ გავწირავდი, თუ ადამიანი ფულს ვერ გადამიხდიდა; ორი წელია, არც ერთი თეთრი არ მოუციათ ჩემთვის და ამის მიუხედავად, სოფელი დღეს ტრაქტორების გარეშე დარჩა. ხალხი ამ ტრაქტორს მარტო ხვნა-თესვისთვის კი არ იყენებდა, ბოსტნის მოვლა-პატრონობისთვისაც ხმარობდა. ახლა გვეუბნებიან, აქ მოდით, ჩამოიტანეთ სია, ვის რამდენი გაქვთ დასამუშავებელიო, საწვავის, დახვნის და გადაადგილების ფული წინასწარ არის გადასახდელი. მე მაქვს გათავისუფლების ორდერი. მინდა ერთხელ ჩავიდე და ოქმი საკუთარი თვალით ვნახო..

_ ბატონო მურად, მიზეზი რა იყო, რა თქვეს, ტრაქტორი რატომ მიგვყავსო?

_ ვითომ, არ ამუშავებთ, ცოტაა დახნულ-დამუშავებულიო. მიზეზს უცებ მოგინახავს ადამიანი. სოფელს თუ აჩუქა ეს ტრაქტორი პრეზიდენტმა, ახლა უნდა წაართვა?! მე ეს მაშინაც ვუთხარი, კრებაზე. ერთხელ არ გამოუვიდათ არაფერი _ ჩაიშალა კრება. მერე დაგვიბარეს მეორედ. კი ბატონო, გამსხვილდეს, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ტრაქტორები სად უნდა დადგეს-მეთქი და ლანჩხუთშიო, გვითხრეს. გოგუაძემ თქვა, მე ამის შესანახად ბიუჯეტიდან გამოვყოფ თანხასო. ადრე ვეხვეწებოდი, გამომიყავით – მეთქი, არავინ გვაქცევდა ყურადღებას. ახლა გამოჩნდა ფული, ხარჯები?! ამდენის საშუალება თუ ჰქონდათ, სუფსის ამხანაგობას დახმარებოდნენ!

_ ხვნა-თესვა სოფელში უკვე დაიწყო?

_ აქაურ მოსახლეობას საწვავის შესაძენი ფული ოცი მაისის მერე უჩნდება, როცა სათბურებში კიტრის მოსავალი შემოდის. ჯერ დანამდვილებით არ იციან, რომ წაგვართვეს ეს ტრაქტორები, თორემ დარწმუნებული ვარ, სოფელი ფეხზე დადგება. ხალხს ასე როგორ აყრიან ნაცარს თვალებში _ პრეზიდენტმა აჩუქოს და ნაჩუქარი უკან წაართვა!

გაჩუმებას მეც არ ვაპირებ; მაქვს მინისტრის მოადგილის ტელეფონი, რომელიც უშუალოდ მიკავშირდებოდა ადრე; ასევე, ოფისის და სამმართველოს უფროსის ტელეფონიც. მან არაერთხელ მკითხა, თუ გაქვს მიღება-ჩაბარების, ნასყიდობის აქტი და თუ წაიკითხე შენი ფუნქციებიო. მე ვუპასუხე, წაკითხული მაქვს, თვითონ კი, ალბათ, ან არ იციან ან არ კითხულობენ-მეთქი. მე თქვენს ფუნქციებში არ ვერევი, თქვენ გინდათ, აჩუქეთ, გინდათ _ ათხოვეთ, ეს თქვენი გადასაწყვეტიაო. ეს გადაწყვეტილება არის უკანონოო, _ მითხრა მან.

_ სოფლის რწმუნებულთან იყავით? მისი პოზიცია როგორია?

_კი, ვიყავი. ის აქეთ მამტყუნებდა მისებურად _ ხომ გეუბნებოდი, ბიუჯეტში შეიტანე ფულიო. საერთოდ, ამხანაგობის არსებობა არ ითვალისწინებდა ბიუჯეტში თანხის შეტანას. თუ ამხელა ფასიანი ტრაქტორები გვაჩუქეს, მაშინ 5-ლარიან ბეჭედსაც მოაყოლებდნენ და დაგვარქმევდნენ ინდმეწარმეს ან შპს-ს… ეს იყო ამხანაგობა, რომლის საფუძველზეც ვემსახურებოდი მოსახლეობას. ახალი, გამსხვილებული გაერთიანება 25 ლარს ანუ შვიდი ლარით მეტს ითხოვს ათასი მეტრი მიწის ფართობის დათესვისთვის. შარშან 16 ლარს ვახდევინებდით, წელს გაძვირებულია საწვავი და 18 ლარამდე იყო ჩვენი ანგარიში. მე არც ის მინდოდა, გამგებელს დავტაკებოდი ან საჩივარი ჩემგან წასულიყო.

ამ საუბრის შემდეგ “გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს დაუკავშირდა.

_ გამარჯობათ, ბატონო გიორგი, “გურია ნიუსიდან” გირეკავთ.

_ გამარჯობათ, გისმენთ.

_ ბატონო გიორგი, სოფელ სუფსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ გაგანია ხვნა-თესვის დროს, მათ პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები წაართვით.

_ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ახალსოფელში და ნახოთ, რომ ამ წუთებშიც იქ ტრაქტორები მუშაობენ, დღეს ვიყავი მე პირადად.

_ ანუ არ წაართვით?

_ როგორ გეკადრებათ.

_ არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ არა. წართმევა რა სიტყვაა? არავის არავისთვის არაფერი წაურთმევია.

_ კი, ნამდვილად ასე ამბობენ _ მათი თქმით, ლანჩხუთის ხელისუფლებას სუფსამ მოაგებინა არჩევნები და სამაგიეროდ, პრეზიდენტმა მათ ტრაქტორები საჩუქრად გამოუგზავნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ კი წაართვა.

_ ახლა, მასე შეიძლება თქვენზეც ბევრ რაიმეს ამბობდნენ, მაგრამ…

_ ბატონო გიორგი, გვითხარით, ჩვენზე რას ამბობენ?

_ არ ვიცი.

_ არ გაგვითიშოთ…

თუმცა, გამგებელმა ტელეფონი მაინც გაგვითიშა და ხელმეორედ დარეკვის შემდეგ, მოკლედ გვიპასუხა:

_ ძალიან გთხოვთ, პრესსამსახურს მიმართეთ.

ჩვენც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამსახურის უფროსს ეთერ ჭყონიას დავუკავშირდით:

_ ქალბატონო ეთერ, სუფსაში მოსახლეობა აღშფოთებულია, რომ ხვნა-თესვის სეზონის დაწყების დროს, ხელშეწყობის ნაცვლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები წაართვა.

_ არავის არ უჩუქებია და არც არავის წაურთმევია სუფსისთვის ეს ტრაქტორები. არსებობს პრეზიდენტის დადგენილება, რომლის საფუძველზეც, პირდაპირ, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად მიყიდეს ეს ტრაქტორები ამხანაგობებს. ახლა შეიქმნა ერთიანი ამხანაგობა და მის საფუძველზე ყველა მსურველს მოემსახურება ეს ტრაქტორები. მთლიანად მუნიციპალიტეტში იყო რვა ტრაქტორი და ახლა ეს ტრაქტორები ერთიანად მოემსახურება ყველა სოფელს. თვითონ ამხანაგობები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ასე ყოფილიყო… აქ გამგებელი არაფერ შუაშია. ეს უფრო კარგი ფორმაა.

_ მოსახლეობას აინტერესებს იცის თუ არა ამის შესახებ თავად მჩუქებელმა _ პრეზიდენტმა. ის საქმის კურსშია? პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების უკან წაყვანის უფლება ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებას?

_ მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იცის პრეზიდენტმა და რა _ არა. ახლაც ისარგებლონ ამ ტრაქტორებით! ეს არის უბრალოდ გაერთიანება, მეტი _ არაფერი. სხვათა შორის, როცა სოფელში შეხვედრებზე დავდიოდით, თვითონ მოსახლეობა გამოთქვამდა ამის სურვილს, რომ ეს ასე უფრო უკეთესი იქნებოდა. მიმართონ ახლაც ახალ გაერთიანებას და ჩვეულებრივ მოემსახურებიან.

_ როგორ ფიქრობთ, რვა ტრაქტორი ყველას გაწვდება?

_ საკმარისია თუ არა, ეს სხვა თემაა. გაერთიანება უნდა მოემსახუროს ჩვენ მოსახლეობას. ისიც ვიცი, რომ საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია.

როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ “ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საგაზაფხულო სამუშაოების, თითქოსდა, ეფექტურად წარმართვის მიზნით, ხორციელდება ერთიანი ამხანაგობის (გაერთიანების) შექმნა (თუ უკვე შექმნილია?!), რომელიც გააერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა ამხანაგობას და ერთიანი ძალით მოაგვარებენ ხვნა-თესვის პრობლემებს, რაც ტექნიკის გაერთიანებისა და მათი ერთ ხელში თავმოყრის სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა კეთილშობილურ მიზნებს”.

ხინთიბიძის თქმით, “თავისთავად საინტერესოა, ამ ტრაქტორების გადაცემა-გადმოცემის საარჩევნო მანიპულაციებთან დაკავშირებული ისტორიები და უკვე არაერთი ფაქტი არსებობს (არა მარტო ლანჩხუთში) იმისა, რომ ეს ტრაქტორები უკვე შეფარულად იქცა “პოლიტიკური დასჯისა” თუ “პოლიტიკური ჯილდოს” საგნად. შესაძლებელია, ვინმეს სხვა პოზიცია გააჩნდეს, მაგრამ კითხვა ხომ მაინც უნდა დაგებადოს, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო წარმატებისა თუ წარუმატებლობის გზა, მაინცდამაინც ტრაქტორებისკენ რატომ მიდის?!”

“რაც შეეხება თავად ფაქტს, არსებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ტრაქტორი სოფელ სუფსის ამხანაგობა _ “კოლხეთისაა”, ანუ იგი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ამ უფლების დაცვა უზრუნველყოფილი და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, ამ ტრაქტორის მოვლა-პატრონობაც ამ ამხანაგობის უფლებამოსილებაა, ხოლო მისი გაჩუქება, გასხვისება თუ გაყიდვა რეგლამენტირებული უნდა იყოს მისი წესდებით. თუ ადგილი აქვს წართმევას ან სხვა რაიმე ფორმით ძალადობას კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით _ ეს ფაქტი უნდა იყოს დადასტურებული, ანუ თუ მსგავსი რამ მოხდა, მიმართვა აუცილებლად უნდა გაკეთდეს შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი, მიუხედავად ამხანაგობის თავმჯდომარის წუხილისა, რომ “პოლიცია გამგებლისაა და მათ გაამწარებენ”, რადგანაც სამართლებრივად ალტერნატიული გზა უკანონობის აღკვეთისა არ არსებობს. ზოგადად, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური ვაჭრობიდან რაღაც სარგებლის მიღება, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ფორმით სრულდება”, _ გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.

პოლიტიკური პარტიის “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია “გურია ნიუსთან” ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ხელწერაა _ საზოგადოების დეზინფორმაცია, ძალადობის ხალხის მოთხოვნად გასაღება და მოჩვენებითი რეალობა:

“2008 წლის არჩევნების დროს, მთელ საქართველოში ერთი და იგივე სურათს ვხედავდით: ტრასებზე ფარებანთებული ტრაქტორების ერთი რაიონიდან მეორეში გადასვლა პრეზიდენტის მარშრუტის შესაბამისად. ყველა რაიონს ეგონა, რომ ტრაქტორები მას გადასცეს; სინამდვილეში, ერთი და იგივე ტრაქტორებს ხან ერთ რაიონში ჩაიყვანდნენ, ხან მეორეში. ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ გლეხს მიწაზე დოვლათი შეექმნა. იგი გუშინაც და დღესაც შიშველი ხელებითაა დარჩენილი მიწასთან. მაღალი ფასები საწვავზე, უსაშველოდ ძვირი და უხარისხო შხამ-ქიმიკატები, მინერალური და კომბინირებული სასუქი, ტექნიკის გამოყენებაზე ძვირი ფასები და ა.შ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ტრაქტორები შემოიყვანა და ხელმისაწვდომი გახადა გლეხისთვის, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის! ხვნა-თესვის მოკლე ვადები იწვევს იმას, რომ ეს ტრაქტორები გლეხობის უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელია. ექსტენსიური მეურნეობის პირობებში, თოხით და კავით მიწაზე დოვლათს ვერ შექმნი. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში ინტენსიური სოფლის მეურნეობაა განვითარებული და ამას თავის დროზე აგრარული რისკების დაზღვევაში თანამონაწილეობით, სუბსიდირებით, ინოვაციების სახელმწიფო მხარდაჭერით ამ ქვეყნების მთავრობებმა შეუწყვეს ხელი”, _ ამბობს მანანა ნაჭყებია.

“გურია ნიუსი” ამ საკითხს ისევ დაუბრუნდება; ხოლო ჩვენი რესპონდენტების მიმართ გახორციელებული ნებისმიერი სახის ზემოქმედების, მუქარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ასეთი განუკითხაობა, უსამართლობის განცდა, კომუნისტების დროს არ ყოფილა"

ოპოზიციონერები ხელისუფლებას და ერთმანეთს ერთდროულად უტევენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო