(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “ბოლოდროინდელი პრესის აქტუალურ თემად იქცა განსხვავებული აზრის გამო გათავისუფლებული კულტურის ცენტრის რეჟისორის გია ქურიძისადმი ბრალდებები… დიახაც, ბრალდებები, თითქოსდა დაკავებული თანამდებობა თავისი ნებით დაეტოვებინოს. “ქართული პარტიის” სახელით გეკითხებით, ქალბატონო სოფიკო, კაცი, რომელიც (თქვენც ადასტურებთ) წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურაში, პლუს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ზრდიდა რამოდენიმე თაობას, როგორ შეიძლებოდა ფულზე დახურდავებულიყო და ამდენი ამაგი, უსაყვარლესი საქმე “მეშჩანობაში” გაეცვალა, როგორც თქვენ ადასტურებთ, როცა ამბობთ: “მითხრა, ამ ნაბიჯს მხოლოდ ფინანსების გამო ვდგამ, სხვა რა უნდა მინდოდესო?!” …რჩევის მოცემას, იქნებ თავად ჩაგეხედათ თქვენ მიერვე ხელმოწერილ განცხადებაში, სადაც კულტურის ცენტრის რეჟისორს, კულტურის თეატრის რეჟისორობისაგან ათავისუფლებდით?!! მაგრამ ისე გეჩქარებოდათ “ზემოდან” დავალებული საქმის მოგვარება, ეტყობა, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა რა ეწერა ტექსტში… “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, როცა ამბობთ: “პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლები და მეგობრები არასოდეს შემირჩევიაო” და სწორედ იმ დროს თხოვთ “მეგობარს” განცხადების დაწერას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციაში მიდის. იქნებ ნაციონალებს უკეთ გამოგდით სცენაზე “ნარნარი” ან ლექსის კითხვა?! საუბრისაგან თავშეკავებით გულს ნუ გაიფუჭებთ, ქალბატონო, სათქმელი ბოლომდე თქვით, თორემ მალე დადგება დრო, როცა აღარ მოგისმენენ და აღარც თანამდებობებიდან გამომდინარე გცემენ პატივს. რაც შეეხება ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრს და საკმაოდ ძლიერ ძალას, ის ისეთივე უბრალო და მიღებული დარჩება ყველასათვის, როგორც თქვენი თანამშრომლობის დროს იყო! _ ასეთ კომენტარებს აკეთებენ “ქართულ პარტიაში” კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო ჭელიძის მიერ რეჟისორის, გია ქურიძის გათავისუფლების მიზეზად “ფინანსური დაინტერესების” დასახელების გამო. ქურიძე სამსახურიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved