26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავთან დაკავშირებით, ოზურგეთში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი _ ოზურგეთის სპორტის სასახლეში მსოფლიო რეკორდსმენის გოდერძის მახარაძის სამი სარეკორდო ასპარეზობა მოეწყო, რომელსაც სპონსორობა მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია.
მახარაძემ ბურთის თავით კენწვლით 60 მეტრი 8 წუთსა და 32 წამში გაირბინა, რითაც, არსებული რეკორდი ერთი წუთით და 48 წამით გააუმჯობესა. მან, ასევე, ასევე, 8 წუთსა და 32 წამში, ბურთი თავით 1070-ჯერ აკენწლა, ოზურგეთის ქუჩებში კი თავზე გაჩერებული ბურთით, 29 წუთსა და 14 წამში, 2400 მეტრი განვლო, ანუ რეკორდი 320 მეტრით გააუმჯობესა.
დღესვე, სპორტის სასახლეში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ჭადრაკი, შაში, მკლავჭიდი, ფრენბურთი _ ეს ის სპორტის სახეობებია, რომლებშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული გუნდები ასპარეზობდნენ.
დღესვე შედგა კონცერტი ურეკის კულტურის სახლში, ხოლო 17 საათზე ოზურგეთის დრამატულ თეატრში სპექტაკლის ჩვენება იგეგმება.