ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თბილსში აქციის დარბევის თუ მიმდინარეობისას დაკავებულ მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონის სამხარეო სამმართველოებში აგზავნიან.
წყაროს თქმით, ორი დღის წინ, რუსთავში მცხოვრები მოქალაქე პოლიციელებმა დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში გადმოაგზავნეს. როგორც წყარო განმარტავს, ამის მიზეზი, საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორების გადატვირთვა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დააკავებულია აქციის მონაწილე 90-მდე პირი, რომლებასაც წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.