(ექსპრესნიუსი) _ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” რამდენიმე წუთის წინ 26 მაისს აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის “პოსტი” გავრცელდა. ამ პოსტს “ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ – შენარჩუნებულია ტექსტის სტილისტიკაც:
23 რიცხვიდან აქციაში ჩავერთე თბილისში, დარბევის დროს ბიჭებთან ვიყავი და მეც პლასტმასის ხელკეტი მეჭირა, როცა სპეცნაზმა შემოუტია ბიჭებმა ნელ-ნელა უკან დავიხიეთ, ჰაერში ტყვიები ზუზუნებდა, გაზი თავის საქმეს აკეთებდა, ხალხის ტალღამ სცენის უკან გამიტაცა და ლიდერების გვერდით აღმოვჩნდი, ორივე მხრიდან სპეცნაზი გვიტევდა, რუსთაველის მხარეს გზა გახსნეს და ხალხმაც იხუვლა, ნონა გაფრინდაშვილი წაიქცა, ვიღაცა მის წამოყენებას ცდილობდა მაგრამ უკანა რიგებმა მოაწვა და ქალბატონი ნონა გადათელეს, მოკლედ ყველანი შეგვრეკეს რუსთაველში, სპეცნაზმა ეტყობა შეგნებულად-ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, თავი მოვიყარეთ დარბაზში სადაც რაღაც ფილმი გადიოდა, დაახლოებით 150-მა კავმა, პრინციპში ქალბატონი ნინოს(რომელიც სპეცნაზის მის მანქანასთან მოახლოებამდე უარს ამობობდა მანქანაში ჩაჯდომაზე მაგრამ როცა სპეცნაზი 10 მეტრში მივიდა დაცვამ ძალას ჩასვა) და ქალბატონი ნონა. ერთი მხარე კარები ჩავკეტეთ და მეორე მხარე ღიად, დაახლოებით 15 წუთში პირველმა სპეცნაზელმა თავი შემოყო და დანარჩენებს დაუძახა, ბიჭებმა დაუყვირეს ქალები არიან დარბაზში და გაზი არ შემოუშვათო, შემოცვივდა სპეცნაზი, რამდენიმე ადამინმა დაიყვირა ჩვენ კინოში ვიყავით და აქციასთან შეხება არ გვაქვსო-მაშინ ბილეთები წარმოადგინეთო, დაახლოებით 30-მა ადამიანმა ბილეთი წარმოდგენა შეძლო და ისინი გაუშვეს, პირველი ლიდერებს მიადგნენ გოგი ქავთარაძეს პირდაპირ სახეში ჩაარტყეს ხელკეტი, სოსო ჯაჭვლიანი გაიყვანეს, შაშიაშვილიც, კურტანიძეს როცა ხელი შეახეს ამ ბიჭმა მაგრა იბრძოლა, სამჯერ დააგდეს ვანოს ბიჭებმა მაგრამ კურტანიძემ ირგვლივ ყველა დაასახიჩრა, მესამე წამოდგომაზე დაახლოებით 20 სპეცრაზმელი მივარდა და ჩაქოლეს-მერე უკვე გაათრიეს
ადამიანების წამება პირველი რიგებიდან დაიწყო, ეკითხებოდნენ რომელი რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილი და ჩამოსულებს ორმაგად ცემდნენ, ხელკეტებს პირდაპირ სახეში ურტყამდა რამდენიმე ადამიანი, დარბაზში დაახლოებით 100სპეცრაზმელი იმყოფებოდა, ჩემამდე დაახლოებით 15 წუთში მოაღწიეს(მეხუთე ტიგში ვიჯექი), მომვარდა 2 სპეცრაზმელი და უმოწყალოდ ცემა დამიწყეს, პირველი ტალჭის სემდეგ თავზე ხელები დამაკრეფინეს და სადაურობა გამომკითხეს, როცა ხელკეტი მომიღირა ერთერთმა ჯიბეში სანტელი დამინახა და ამომიღო ჯიბიდან და მითხრა -სანთელის გამო ხელს არ დაგარტყამო, გვერდით მდგომმა სპეცრაზმელმა ჯიბეში ხელი ჩამიყო და ფული ჯიბის ერთად ამომგლიჯა (ჯიბეში 300 ლარამდე მქონდა), მიყვირა ბურჯანაძესთან ფულს აკეთებო და უმოწყალოდ მცემა,უკნიდან ვიღაცა შეუსვენებლივ თავში მირტყამდა სკამზე მჯდიმარეს, ბოლოს კეფაზე ბატინკის კბილები ვიგრძენი, ჩემთან რომ მოამთავრეს სკამებზე გადაბიჯებით ქვემოთ წასვლა მიბრძანეს, მეორე რიგამდე ცავედი და მიბრძანა რიგებშუა გავსულიყავი რომ დარბაზი დამეტოვებინა, სულ დამავიწყდა ხელები ჯერ კიდე მეხუთე რიგში თეთრი პლასტმასის ხელბორკილით შემიკრეს, ერთი უკან მომსდევდა და განუწყვეტლივ თავში და გვერდებში ხელკეტს მირტყამდა, კიბეებზე ჩასვლის დროს მამაო ამოვიდა და სპეცრაზმელს ჩემი ცემის შეწყვეტა სთხოვა სპეცრაზმელმა უხეშად მიუგო- შენს საქმეს მიხედეო, ქვემოთ ჩამიყვენეს ფოიეში და მუხლებზე დამაყენეს, იატაკი გატეხილი მინით იყო დაფარული, ფეხებზე როცა მიმათრევდნენ ფეხსაცმელები გამძვრა, მეორე მამაო ახლოს მოვიდა და ვთხოვე სანთელი ჯიბიდან ამოეღო-მამაომ თხოვნა შემისრულა, სპეცრაზმელმა მიბრძანა წამომდგარიყავი და ავტობუსისაკენ დავძრულიყავი, რომელიც 15 მეტრში იდგა, მე ვთხოვე ფეხზე არ მაცვია და გვერდითი კარებიდან გავსულიყავით, ამაზე სპეცრაზმელმა უმოწყალოდ მცემა, შემათრიეს ავტობუსში, ჩამაგდეს გასასვლელში, პატარა ავტობუსში 30 კაცამდე ვიყავით, თავების ჩაღუნვა გვიბრძანეს, რომ არ დამავიწყდეს ეს ყველაფერი მიმდინარეობს ადამიანების ბღავილის და სპეცრაზმელების ღრიალის ფონზე, სულ დედას გვაგინბდნენ, ოჯახებს და რუსეთის აგენტებს გვიწოდებდნენ, ავტობუსი დაიძრა და დაახლოებით 20 წუთში მთავარ სამმარტველოსთან მივიდა, ჩამოგვყარეს ავტობუსებიდან ცემა-ტყებით და ჩაგვამწკვრივეს, ძლიერი წვიმა იყო, ნახევარი ადამიანები ფეხსაცმელები გარეშე და ზოგიერთი ერთი ფეხსაცმლითაც კი იყო, თავის აწევის საშუალებას არ გაძლევდნენ, იყვნენ ძლიერად დაშავებულები, სამმართველოდან პატრულის ბიჭები მამოვიდნენ რამდენიმე ადამიანი, ბიჭებმა თხოვეს დაჭრილებს და მაგარ ნაცემებს დახმარებოდნენ, ზოგიერთმა ხელზე ხელბორკილების მოშვება სთხოვეს, პატრულის ბიჭები კარგად იქცეოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ბიჭებს დახმარებოდნენ, ერთი საათი კოკისპირულ წვიმაში გვამყოფეს და მერე შეგვიყვანეს, ბიჭების დანაწილება დაიწყეს სართულების მიხედვით, მე მეხუთე სართულზე ამიყვანეს, მე როგორც შევნიშნე ეს სართული ეტყობა ნიღბიანების სამფლობელო იყო. ამ სართულზე ამოიყვანის მურმან დუმბაძე, უმოწყალოდ ნაცემი და ოთახში შეათრიეს,როგორც მესმოდა მას რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ მან კი უარი უთხრა, დაუწყეს უმოწყალოდ ცემა, დუმბაძის მარტო არა ისმოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ მისი დასისხლიანებული სხეული გამოათრიეს. ამ დროს ჩვენ დანარჩენი პოლიციელები და სპეცრაზმელები უმოწყალოდ გვცემდნენ, ძალიან ერჩოდნენ ახალგაზრდა ბიჭებს, სამი ბიჭი ოთახში შეათრიეს, ხელკეტებზე პრეზერვატივები ჩამოაცვეს და ჩვენს თვალწინ გააპატიურეს, როცა ამ წერილს ვწერ ძალიან მიჭირს ამის გახსენება, ტიროდა ვაჟკაცი ხალხი, რამდენიმე კაცი გამოგვათრიეს, ბიჭებმა ერთმანეთს გადავულაპარეაკეთ თუ ოთახისაკენ წასვლას მოგვიწევდა ფანჯრიდან გადამხტარიყავით, მაგრამ მეშვიდე სართულზე აგვიყვანე. იქ დერეფანში დაახლოებით 100 კაცი დაგვხდა კოლონებად დაწყობილი, ყველა იყო უმოწყალოდ ნაცემი დაიწყეს გამოცხრილვა, ვისავ სურათში ამოიცნობდნენ ხელკეტით ხელში პირდაპირ ორთვიანზე უშვებდნენ, დანარჩენებს ახალგაზრდა პოლიციელები გვაკითხავდნენ და დაკავების ოქმს აკეთებდნენ. დერეფანში აქტიურობდნენ ახალგაზრდა პოლიციელები დაახლოებით 22-დან 25 წლამდე, გავლა გამოვლაზე კაცებს ცემდნენ, ამ სართულზე ახალგაზრდებს ერჩოდნენ ახალგაზრდები, მაგრამ აქ გაუპატიურება არ ყოფილა, ფეხები გამიშავდა, მაგრამ შენობაში მაინც თბილოდა.
როცა გათენდა პოლიციელები არ ეყოთ და თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლოს აგვიყვანეს და დაგვყარეს 20-მდე ადამიანი(ღამეში ინვალიდები და 45 წელს გადაცილებულები გაუშვეს), ისე ჰუმანურობამდე ეს ადამიანები უმოწყალოდ ნაცემი იყვნენ.
ახლა სახლში ვწევარ და ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ იმ სამ ახალგაზრდის დავიწყება ნაღდად გამიჭირდება.