ლელა ჩხიკვაძე მოდელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და აიხდინა კიდეც ეს ოცნება. 1992 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სამოდელო სარეკლამო სააგენტოში განაგრძო. რომელიც წარმატებით დაამთავრა. ახლა კი კულტურის ინსტიტუტში დიზაინისა და ხელოვნების ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.
_ ლელა, როგორც ვიცით, რამდენიმე მნიშვნელოვან ჩვენებაში მიიღე მონაწილეობა.
_ დიახ, რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა. ჩვენი მოდების წარდგენა მოხდა კლუბებში: “ბამბარუმი,” “ბუნენი,” “დე ჟავიუ” და სხვ. ძირითადად ვაჩვენეთ გაზაფხულისა და ზამთრის კოლექციები. ჩვენთან ძირითადად თანამშრომლობდნენ ცნობილი დიზაინერები _ ავთო ცქვიტინიძე, თათა ვარდანაშვილი, თაკო ჩხეიძე და სხვა. ჩვენებები რამდენჯერმე გადაიცა ტელეკომპანია “მზეზე” და მაყურებლის დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ. საერთოდ, ყოველი ჩვენების შემდეგ ვაანალიზებდი თუ რა შეცდომა იყო დაშვებული, რასაც აუცილებლად ვითვალისწინებდი. პროექტიდან პროექტამდე ვიზრდებოდი და გამოცდილებას ვღებულობდი.
_ ძირითადად რა შეისწავლეთ სამოდელოზე?
_ ვსწავლობდით: აერობიკას, პოდიუმს, მაკიაჟის გაკეთებას, მუსიკას.
_ რომელი ჟანრის მუსიკის მოსმენა გიყვარს?
_ კლასიკურს ვუსმენ. ალბათ, ამაში დედაჩემსაც მიუძღვის წვლილი, რომელიც სამუსიკო სკოლის მასწავლებელია.
_ ალბათ, სწავლის გაგრძელებას კვლავ აპირებ
_ აუცილებლად. კულტურის ინსტიტუტში, დიზაინი და ხელოვნების ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.
_ ლელა, გათხოვებას ჯერ არ აპირებ?
_ ჯერ არა, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
_ დღეს ქალი მოდელები, როგორც ამბობენ მრავალშვილიანი დედები გახდნენ: სალომე ღვინიაშვილს სამი შვილი ჰყავს, მესამე შვილს ელოდება თაკო ჩხეიძე და თამუნა ინგოროყვა. შენ რამდენი შვილის გაჩენას აპირებ?
_ წინასწარ დაგეგმილი ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები მტკიცე და ჯანსაღი ოჯახი მქონდეს.
_ სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
_ სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს. ერთ-ერთი არის, ჩოხატაურში გავაკეთო მოდების ჩვენება. საერთოდ, მინდა ახალგაზრდებთან ახლო ურთიერთობა მქონდეს და შეძლებისდაგვარად დავეხმარო მათ გემოვნების დახვეწაში.