(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში, იმედო დუნდუას სახელობის სტადიონზე გაიმართა სკოლბურთის ფინალური ეტაპი. გურიის ზონაში გამარჯვება ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა _ მან ჯერ ოზურგეთის ზონაში გამარჯვებულს მოუგო 3:1, ხოლო შემდეგ ჩოხატაურელები 5:0 დაამარცხა. გამარჯვებულები კვარიათში საქართველოს სხვა რეგიონის საუკეთესო გუნდებთან ერთად ესპანეთის საგზურისთვის იბრძოლებენ.