(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ერთი კვირაა, ოზურგეთში ხორბლის ფქვილი გაიაფდა (25 კგ 26 ლარი ღირს). თუმცა, გამომცხვარი პურის ფასი, ჯერჯერობით, არ შემცირებულა. გასულ წელს, ფქვილის მოულოდნელი გაძვირების შემდეგ, როცა 25 კგ წონის ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 30 ლარზე ავიდა, პურის ფასმაც 10 თეთრით მოიმატა. რატომ არ აისახა ფასის ახლანდელი კლება პურის წონასა და ფასზე, “გურია ნიუსს” შპს “ვასაძის პურის” დირექტორი ბიძინა ვასაძე ესაუბრა:
_ ფქვილი ჯერ ისე არ გაიაფებულა, პურის ფასზე რომ აისახოს. გასულ წელს, როცა ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი 36-37 ლარი იყო, ამიტომ იყო შესაძლებელი, ვთქვათ, 400 გრ “აგურა” პურის ფასი ყოფილიყო 60 თეთრი. ახლანდელი კლება შესაძლებლობას არ გვაძლევს, ფასი დავწიოთ, ძვირია ზეთი, გაზი, საწვავი, _ თქვა ვასაძემ. მისივე ვარაუდით, ფქვილი საგრძნობლად გაიაფდება, როცა წლევანდელი მოსავალი შემოვა და ეს, ალბათ, შემოდგომაზე მოხდება.