(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ლანჩხუთის კულტურის ცენტრის პრესსამსახურმა გვაცნობა, 30 ივნისს, ცენტრის საანგარიშო კონცერტი გაიმართება და მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგებიან სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები _ ისინი მიმდინარე სასწავლო წელს შესწავლილ ფოლკლორულ ნაწარმოებებს წარმოადგენენ: “მაყურებელი, ასევე, იხილავს კულტურის ცენტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების ნამუშევრებს. 30 ივნისსვე, კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი _ ფერწერული ტილოები, გრაფიკა, მხატვრულად დამუშავებული ლითონის, ხის, ქვის, ძვლის, ტყავის, თიხის ნაწარმი (მინანქარი, ქამარ-ხანჯალი, ცხენის აღკაზმულობა), ავეჯი, საოჯახო და დეკორატიული ნივთები, წნული, ქსოვა-ქარგულობა და ხატოვანი ქსოვილები (ხალიჩები, ფარდაგები, გობელენები, ნაქარგობანი), ჭილოფი, თექა, წინდები, ჩითები, თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნიჟარები, ბუმბული, მცენარის თესლები, ხის ქერქი, თევზის ფხა და სხვა,” _ ამბობენ კულტურის ცენტრში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved