(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლონეთში ვიზიტით მყოფი ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე წარმოშობით ჩიბათელ მხატვარს, დავით პატარაიას შეხვდა. ეს უკანასკნელი, წლებია, პოლონეთში ცხოვრობს და ქვეყნის ქალაქებსა და ევროპაში გამოფენებს აწყობს. გამგებელმა მისი ნამუშევრები დაათვალიერა და მხატვარი ქალაქ ლანჩხუთის 50 წლის იუბილეზე დაპატიჟა, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დათო პატარაია შარშანწინ ლანჩხუთში ათწლიანი პაუზის შემდეგ იმყოფებოდა.