(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მთელ საქართველოში, როგორც წესი, პედაგოგები ზაფხულის საშვებულებო ხელფასს 10 ივლისამდე იღებდნენ. ბოლო წლების განმავლობაში, ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა. მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასწავლებელთა საშვებულებო ხელფასს დააგვიანდებოდა, ან, შესაძლოა, საერთოდ ვერ მიეღოთ.
ამ თემაზე კომენტარისთვის “გურია ნიუსი” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლელა იმედაშვილს დაუკავშირდა:
_ მასწავლებლები შვებულებაში 15 ივლისიდან გავლენ, მერე გადაწყდება ხელფასების მიღების საქმეც. საბოლოოდ, ყველა მასწავლებელი მიიღებს კუთვნილ ხელფასს, _ თქვა იმედაშვილმა.