11 ივლისს, ოზურგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსთან, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამმართველოს წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ჟურნალისტები ტრანსპარანტებით ხელში "მე ფოტოგრაფი ვარ", "შეწყდეს აგენტების ძებნა მედიაში" ნახევარი საათის განმავლობაში იდგნენ.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიგა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ვიდეო-ფოტო გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდა: "რას მიღებთ? საქართველოს აგენტების გარდა, სხვა მხარდასაჭერი ვერ ნახეთ? ", _ მიმართა ჯაფარიძემ "გურია ნიუსის" რეპორტიორს, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან აქციის მსვლელობას აფიქსირებდა.