ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციაზე, ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა “გურია ნიუსთან” კომენტარი არ გააკეთა: “შვებულებაში ვარ და კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში იმედაშვილმა და პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა, განათლების სამინისტროს პრესსამასხურიდან კი კითხვების წერილობით მიწოდება მოგვთხოვეს.
თუ რა გახდა სკოლის დირექტორების მოულოდნელი გათავისუფლების მიზეზი, ამის შესახებ უფრო ვრცლად უახლოეს ნომერში გესაუბრებით.