(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელი პოეტის, თემურ ფირცხალაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირში გამარჯვება ოზურგეთელმა გიორგი გოგოლაურმა მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ ლანჩხუთელები ტარიელ ხუხუნაიშვილი და ნუგზარ გვარჯალაძე. მათ გარდა, პრიზები გადაეცათ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა (ვაჩე ნაკაიძე) და ასაკოვან (ზაურ მანტკავა) მონაწილეებს. მემორიალს სპონსორობა გაუწიეს აკაკი იმნაიშვილმა, გია ხოფერიამ, გელა ზოიძემ და რომან ბიწაძემ, ორგანიზატორი კი ნუგზარ გვარჯალაძე იყო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved