https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წერილი რედაქციას

4:08; 3.08.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა. აჭარაში ვცხოვრობ და გამალებულ ტურისტულ კამპანიაში, როგორც ტელევიზიის თანამშრომელი, მეც ვარ ჩაბმული. ხშირად მახსენდებოდა ჩემი ბავშვობის კურორტები. ჯერ ეს მსუბუქი ნოსტალგია იყო. მერე, შინაგანი პროტესტი (დიახ, ამ სიტყვას ხშირად ვხმარობ, მაგრამ პოლიტიკურად დამუხტული ჟურნალისტების გასაგონად არა). ეს პროტესტი იყო საკუთარი თავის მიმართ. ჩართული ვარ აჭარის კურორტების პოპულარიზაციაში. რატომ არ შეიძლება დრო და ენერგია, თუნდაც, არ ვიქნები თავმდაბალი და, ჩემი ნიჭი, კრეატული გონება გურიასაც ვარგუნო? ეს იდეაც უცებ დაიბადა. რამდენიმე ფოტოკონკურსის ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა და, გამოცდილება, კონტაქტები მქონდა. აქამდე ჟურნალისტ შორენა ღლონტის წერილშიც სწორად წერია. თუმცა, იმან გამაკვირვა, ჟურნალისტს, რომელიც ფოტოტურის იდეას დადებითად აფასებდა და ამას ჩვენს ერთადერთ სატელეფონო საუბარში სამჯერ მაინც გაუსვა ხაზი, სრულიად არაშემოქმედებითი მხარეები აინტერესებდა. მე ნაკლებად, რადგან ბათუმის პარამეტრებით განსაზღვრულ პროექტში ორმაგი თანხა მქონდა დათვლილი და შესაბამისად, ორმაგ ჰონორარსაც ვითხოვდი ჩემთვის. არჩევანის წინაშე დავდექი _საქმე თუ ადექვატური ჰონორარი.Mმე საქმე ვარჩიე და აქ ენთუზიაზმთან ერთად მეგობრობის წილიც იყო. მეგობრები დამიდგნენ გვერდით და ხუთის ნაცვლად 9 ფოტოგრაფი დავადექით გზას. მე ეს შესანიშნავი აქცია მეგონა _ ჩვენ, ნიჭიერ ადამიანთა ამხელა გუნდი ფოტოაპარატებით შევესიეთ გურიას და კარგი ნანადირევიც გამოგვივიდა.

 

იმდენი მადლობა მქონდა სათქმელი იმ ადამიანების მიმართ, უანგაროდ რომ გვმასპინძლობდნენ გზადაგზა და მხოლოდ მათი წყალობით რომ მოხერხდა ამ თანხად მაქსიმალური პირობების შექმნა შემოქმედებით მივლინებაში მყოფი ადამიანებისთვის. ახლა ვერიდები, რადგან ცოტა შემეშინდა.

ძალიან ვეცადე, გაბრაზებული წერილი არ გამომსვლოდა. მკაცრად უნდა შევნიშნო აშკარად უმცროს კოლეგას, რომ ჩემი ინტერვიუს ჩანაწერი ან არაპროფესიონალიზმის შედეგია, ან ჟურნალისტური ეთიკის უგულვებელყოფის, ან,Oორივე ერთად. ვწუხვარ. მე პროტესტი მაქვს, რომ მაღალმხატრულმა ფოტოშემოქმედებამ კი არა, ჩვეულებრივმა ქრონიკამ არ შემოინახა სტაროვერების ურეკი. მე მხიბლავს ჩემი ბავშვობის ეს ესთეტიკა და აქვე, ჩემდა სამწუხაროდ, აღვნიშნე, რომ პროტესტი გამიჩნდა ქვების შენობების გამო. თუმცა, იქვე დავძინე, რომ ეს ურეკი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შესაძლოა, მომავალი თაობის ნოსტალგია გახდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ეს არ გავაკეთეთ, ჩვენ გადავიღეთ კურორტი პროექტის სათაურის მიხედვით და ქვიშაზე დავწერეთ (აქ მაქსიმალურ ყურადღებას ვითხოვ) სარეკლამო ფრაზები და არა საპროტესტო (წერილში კი წერია, რომ მე საპროტესტო ნოტები ქვიშაზე დავწერე. აშკარად არ მიცნობს _ პროტესტს არც ქვიშაზე ვწერ და არც წყალს ვატან). დაბეჭდილ ფოტოებზე ეს წარწერები შესანიშნავად იკითხება და დამთვალიერებელი საკუთარი თვალით იხილავს ამას. დასკვნასაც ჟურნალისტის ეთიკის თუ პროფესიონალიზმის შესახებ აქვე გააკეთებს.

ეს ფაქტის კონსტატაციაა, ახლა კი, ორიოდ სიტყვა ეთიკის შესახებ. გაზეთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განკარგვით ინტერესდება. ოფიციალური სატელეფონო დიალოგი კორესპონდენტსა და რესპონდენტს შორის სწორედ ამას შეეხებოდა. მას აინტერესებდა, რატომ დაფინანსდა პირველ რიგში გასულ 4 პროექტთან ერთად კიდევ რამდენიმე. მათ შორის, ბრიზი მთაში. ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი საკრებულოს უფროსისგან მიუღია, რაც წერილშივე იკითხება _Mგამოჩნდა დამატებითი შემოსავლები და რამდენიმე კეთილი საქმე გაკეთდა. მათ შორის, ნამდვილი დღესასწაული შედგა _ მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი. მე დიდი ხანია, არ მინახავს ასე ერთიანი ემოციით შეძრული აუდიტორია. ვფიქრობ, არც ურეკის ბრიზი იყო მიმზიდველობას მოკლებული ბახმაროში. მე მომეჩვენა, რომ რადგან საკრებულოსთან ყველაფერი რიგზე აღმოჩნდა, უსაგნო კრიტიკას მოწყურებული ჟურნალისტი მიმდინარე ემოციური დიალოგის დეტალებს გამოედევნა და აქაც არაკომპეტენტურად, არაეთიკურად თუ გამიზნულად ჩასაფრებულად. მაშინ რატომ არ დაიბეჭდა ჩემი დადებითი შეფასება საგრანტო სისტემის ნოვაციაზე? რატომ არაფერი ითქვა იმაზე, რომ არასამთავრობო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი რამ ჩასწორდა პროექტებში და, რომ ეს დემოკრატიაა?

სამაგიეროდ, ერთი რიგითი დამსვენებლის (ანუ, ჩემი) ემოციური დამოკიდებულება წარსულთან, პერსონალური კონფლიქტი მოგონებასა და არსებულს შორის იქცა სულ სხვა მოტივით დაწერილი წერილის აქცენტად? რატომ უსაფრდება გაზეთი მართლაც უპრეცედენტო დამოკიდებულებას კულტურული პროექტების მიმართ, ნუთუ საგაზეთო პოლიტიკას ისეთი ვიწრო გაგებები აწარმოებენ, რომ ასეთი აქციების ორგანიზებას ერთჯერადი დახმარებების გაცემას უპირისპირებენ? მე ვიცნობ რედაქტორს და ამის დაჯერება არ შემიძლია. იქნებ, ყველაფრის უკან რამე ამბიციური ინტერესი იმალება? მე ვამბობ, რომ ბათუმში არ მომწონს ახლადრესტავრირებული ეროვნული ბანკის შენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მენატრება ასლანისდროინდელი ბათუმი? სამაგიეროდ, ძალიან მომწონს პიაცა, ევროპის მოედანი, დუმბაძის ქუჩა. თუ ის მირჩევნია, ბახმაროში დაფხავებული სახლების ნაცვლად ახალი არ აშენდეს? მაპატიე, კოლეგა, მაგრამ ჟურნალისტური ეთიკა პერსონალური დიალოგის გამოქვეყნებას არ გვკარნახობს. მით უმეტეს, სუბიექტურად.

… და რა გამოვიდა? ერთი წლის განმავლობაში თავს ვალდებულად ვგრძნობდი, გურიის უნიკალური კურორტების პოპულარიზაციაში მიმეღო მონაწილეობა, პროექტის დაფინანსება ბიუჯეტს ვთხოვე, დავხარჯე დრო და ენერგია და ერთი ჟურნალისტის მეცადინეობით ეს ყველაფერი ანტირეკლამას მოვახმარე!

მე ახლა გაცილებით მძაფრი პროტესტი მაწუხებს და ეს ჟურნალისტის ნდობის საკითხთან დაკავშირებით გამიჩნდა. თუ ამას ოპოზიციონერობას არქმევთ, ეგეც პოზიციაა და ჟურნალისტს არ ეკადრება. მედია ობიექტური უნდა იყოს და კარგისთვის კარგის დარქმევა არ უნდა უარყოს, თორემ მკითხველი, რომლის მარადიული დაკვეთა სიმართლეა, არც თქვენს კრიტიკას დაიჯერებს.

ლალი ბერძენიშვილი

რედაქციისგან: მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, შევახსენებთ, რომ გაზეთ “გურია ნიუსში” დაიბეჭდა მასალა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგრანტო კონკურსის დარღვევით გამართვას შეეხებოდა. სტატიას, ჯერ ხელისუფლების წარმომადგენლების, ამჯერად კი გრანტის ერთ-ერთი მიმღების საპასუხო წერილები მოჰყვა. ქალბატონი ლალი ბერძენიშვილის მიერ გადმოგზავნილ საპასუხო წერილს ზედმიწევნით უცვლელად გთავაზობთ. არც ვრცელი კომენტარით ვაპირებთ შეგაწყინოთ თავი, რადგან მკითხველი თავად გაარჩევს, ვის რა ინტერესი ამოძრავებს, რა “ვიწრო გაგებები აწარმოებენ საგაზეთო პოლიტიკას” და “რატომ უსაფრდება გაზეთი მართლაც უპრეცედენტო დამოკიდებულებას კულტურული პროექტების მიმართ”.

რაც შეეხება “პერსონალურ დიალოგებს”; ჟურნალისტის მიერ რესპონდენტთან ღიად და წესის დაცვით გაკეთებული ჩანაწერის სრული ვერსია რედაქციაში ინახება. დასანანია, რომ საგაზეთო ფორმატის შეზღუდულობის გამო, სრული ჩანაწერის დაბეჭდვა შეუძლებელი იყო, რადგან ბევრი საინტერესო რამ გაზეთს მიღმა დარჩა. თუმცა, შესაძლებელია, რესპონდენტის სურვილის შემთხვევაში, აუდიოჩანაწერის გაზეთის ვებ-გვერდზე განთავსება. ასე მკითხველი უკეთ განსჯის, შეცვალა თუ არა ჟურნალისტმა რესპონდენტის ნააზრევი.

საგაზეთო მასალაში არსად იყო ნათქვამი, მოგვწონს თუ არა დაფინანსებული პროექტების შინაარსობრივი მხარე და ამიტომაც, ამ თემაზე მხატვრული წიაღსვლები სრულიად უადგილოა. დიახ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პროექტების შინაარსობრივი მხარე, ჩვენ გვაინტერესებს როგორ, რა პრიორიტეტის მიხედვით და რაში იხარჯება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტი. თქვენს ჟურნალისტურ ეთიკას და ობიექტურობას აკმაყოფილებს ამ საკითხის მარტივი გადაწყვეტა _ “ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი საკრებულოს უფროსისგან მიუღია, რაც წერილშივე იკითხება _ გამოჩნდა დამატებითი შემოსავლები და რამდენიმე კეთილი საქმე გაკეთდა”.

ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ყველაფერს კანონი, პროცედურა, სამართალი, სახელმწიფოებრივი ინტერესი და მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება აწესრიგებს.

და ბოლოს, გაზეთი “გურია ნიუსი”, ბევრი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ახლაც, ასლან-ედუარდის, ზვიად გამსახურდიას დროსაც, ყოველი მხრიდან (მათ შორის, კოლეგების!) თავდასხმების მიუხედავად, ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. მრავალგზის, მრავალფეროვანი შემოთავაზების და შესაძლებლობის მიუხედავად, პოლიტიკური ელიტის (არც ხელისუფლებაში მყოფის და არც ოპოზიციაში ჩამდგარის!) ნავში ჩასკუპება არასდროს მოგვინდომებია მიუხედავად იმისა, რომ მთლად უნიათოები და უნიჭოები არც ჩვენ გახლავართ. მადლობა ღმერთს, რომ ამას მკითხველი კარგად ხედავს, ამიტომაც მისი ნდობა და წყალობა არასდროს მოგვკლებია.

ყველას თავისი საკეთებელი და თვალსაწიერი აქვს. ამიტომ, ზედმეტი დიდაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, შეურაცხყოფის ზღვარს ხშირად გადადის, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის მოვალეობა, არა რომელიმე კამპანიაში ჩაბმა, არამედ, მუდმივი მონიტორინგია და მოდარაჯეებსაც ამიტომ გვიწოდებენ. ჩვენ ამ გზით ვივლით და თქვენც, ქალბატონო ლალი, გულწრფელ წარმატებებს გისურვებთ “გამალებულ ტურისტულ კამპანიაში”, რომელშიც, როგორც აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, თქვენც ყოფილხართ ჩაბმული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რატომ არის გაკეტილი ოზურგეთში შემოსასვლელი გზა

15:32; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მომწამვლელია, სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება” – ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

15:04; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა

13:26; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს” _ ჩოხატაურში ახალგაზრდებს გლოვობენ

12:02; 26 დეკემბერი, 2025

რატომ გამოუყო ვლადიმერ სიხარულიძეს პოლიციელმა ენა

ვლადიმერ სიხარულიძე პოლიტიკაში მიდის

ყველა სიახლე

ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025
საზოგადოება

რატომ არის გაკეტილი ოზურგეთში შემოსასვლელი გზა

15:32; 26.12.2025
საზოგადოება

“მომწამვლელია, სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება” – ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

15:04; 26.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

14:42; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26.12.2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” შეიქმნა

13:36; 26.12.2025
საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა

13:26; 26.12.2025
ფინანსები

დავით დარჩია: “ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის ფაზაშია”  

12:37; 26.12.2025
საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს” _ ჩოხატაურში ახალგაზრდებს გლოვობენ

12:02; 26.12.2025
საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელი კომპანია განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო