ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მუშაობას ისევ განაგრძნობენ. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამმართალდამცავები 2010 წელ,ს “სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს ამოწმებენ, ამის შესწავლის შემდეგ კი, მიმდინარე წელს გახარჯული თანხების “კვალს” გაჰყვებიან.
წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ჩატარდა დღეს, საღამოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თათბირი, რომელსაც გამგეობასა და საკრებულოში მომუშავე საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტში “დიდი სტუმრების” ჩამოსვლამ, მასპინძლები კიდევ ერთხელ “შეაფუცხუნა” და მთელი დღის განმავლობაში, ამათუ იმ კაბინეტში სხვადასხვა ფურცლებით დარბოდნენ.
სწორედ მსგავსი შემოწმების შემდეგ დააკავეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე.
სასამართლო გიორგი ტაკიძის საქმეს 30 აგვისტოს, 12 საათზე განიხილავს. თუმცა, არ არის გამორიცხული, გახმაურებული საქმის განხილვის პროცესამდე, გურია კიდევ ერთხელ გაეხვეს კორუფციულ სკანდალში.