(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც პენსია 2008 წლამდე დაენიშნათ, 22 ლარის ოდენობით დანამატს იღებენ, ხოლო მათ, ვისაც პენსია 2008 წლის შემდეგ დაენიშნათ, ეს დანამატი არ ეძლევათ. რამ გამოიწვია ეს განსხვავება, ამაზე “მოუცლელობის გამო”, პასუხი ვერ გაგვცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ილო კილასონიამ, რომლის ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა სწორედ პენსიონერების ინფორმირებაა.