გურიაში, სოფელ ლესასთან ავტოსაგზაო შემთხვევაში მესამე მანქანის მონაწილეობა დასტურდება. “ფორდის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას თურქეთის მოქალაქე იუნიუს კუტარი მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და 14 და 6 წლის შვილები იმყოფებოდნენ. იუნიუს კუტარი გორიდან თურქეთის ქალას ჩანაკალში მიდიოდა.
ავტოვარიისას დაშავებული თურქების ოჯახი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, 14 წლის ბუსრიკ კუტარის ჯანმრთელობის მდგომარეობაშე შედარებით მძიმეა.
თურქეთიდან თბილისიკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 25-მდე კი დაშავდა, რომლებიც ბათუმის, ფოთის და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მესამე მანქანაც მონაწილეობდა.