(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ დღეს ქართული ტელეარხებითა და ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთი-გრიგოლეთის მთავარი მაგისტრალის ჯურუყვეთის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ტელეარხებით გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე პაციენტი ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის ცენტრში რჩება, თუმცა, ღამის 3 საათისთვის იქ მხოლოდ მსუბუქად დაშავებული ერთადერთი მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენები ქუთაისსა და ბათუმში ღამითვე გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან ღამით გადასცემდნენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი იყო 7 და მას 4 დაემატა. მიხეილ ჩაჩავას ცენტრში მოსული რეანიმობილის ექიმმა აღნიშნა, რომ 11 მგზავრია გარდაცვლილი, იგივე ციფრი დააფიქსირა ჩვენთან საუბარში მიკროავტობუსის მძღოლის ახლობელმა _ 12 მგზავრი გადაჰყავდა და ცოცხალი მხოლოდ 2 გადარჩაო. მისი თქმით, მძღოლი გარდაცვლილი იყო, თუმცა ქართულმა ტელეარხებმა სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს _ ერთის მიხედვით, მძღოლი ცოცხალია, მეორეს განცხადებით კი _ გარდაცვლილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved