(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. როგორც გავიგეთ, ლანჩხუთის გამგებლის ინიციატივით, ამიერიდან, ქომაგები ყველა გასვლით მატჩზე გაემგზავრებიან, რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ კლუბს “ევგრაფ შევარდნაძეზეც” უქომაგებენ. ლანჩხუთელი ქომაგები ორგანიზებულად პირველად ვანში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და კარგ ფეხზეც _ “გურიამ” წელს გასვლაზე პირველად მოიგო და თან გამანადგურებელი ანგარიშით!