(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საქართველოს სკოლების ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელმაც ორი გამოცდა ჩააბარა, ამ წლის სექტემბრიდანვე მიეცემათ სრული განაკვეთი, ანუ 18 საათი. ეს კატეგორიულად დაევალა ყველა დირექტორს, _ ამბობს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი. კითხვაზე, თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი არ ისურვებს, მიიღოს სრული განაკვეთი იმ მოტივით, რომ სურს დაუთმოს საათების გარკვეული რაოდენობა მეგობარ კოლეგას, ქალბატონმა ლელამ განაცხადა, რომ ასეთი პედაგოგი სკოლას დატოვებს, მას გაათავისუფლებენ სამსახურიდან.