(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, კახა ასკურავა მალე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. “გურია ნიუსთან” საუბარში კახა ასკურავა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აბსურდულს უწოდებს.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა ბედი ელის ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოს და იგივე წესით ხომ არ შეამცირებენ, როგორც დანარჩენ სამედიცინო დაწესებულებებს. ამ თემაზე კახა ასკურავამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა და გვითხრა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წერილობით მოგვმართეთ და მოგწერთო, ხოლო კეთილი სურვილებისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა.