(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ნათია ურუშაძე შეჭირვებული ოჯახების მოსწავლეებს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს წიგნები, ჩანთები, ტანსაცმელი და სხვა სასკოლო ნივთები, ტკბილეული აჩუქეს.
მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით ჩხაიძემ, ლუკა მორჩილაძემ, ოთარ გაგიშვილმა, შუხუთელებმა ლევან, დავით და გიორგი კვაჭაძეებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის. ბავშვები განსაკუთრებით სახელმძღვანელოებმა გაახარა.