https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ აძლევს ბანს ავტობანისთვის მსხვერპლთშეწირვას?

20:09; 27.09.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თვალებს რატომ მიბრმავებს? ამიტომ მინდოდა ბატონ პრეზიდენტს მისვლოდა ჩემი ამბავი, _ ამბობს იონა გელაშვილი, რომელსაც სახელმწიფო ინტერესების საბაბით, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმას აძალებენ.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება ყოველდღიურად მონდომებით ირჯება, მოსახლეობის მეხსიერებიდან ამოშალოს ე.წ. “საბჭოური გადმონაშთები”, რისთვისაც მობილიზებულია მასმედია, მზადდება სათანადო გადაცემები, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება თეორიული ხასიათისაა, რადგან ჯერ თვით ხელისუფლება არ გათავისუფლებულა იმ “ჭირისგან”, რომლისგანაც მოსახლეობის მორჩენას ცდილობს. ესაა ობიექტის ვადაზე ადრე ჩაბარება, გეგმების შესრულებისკენ მისწრაფება და თან, საზოგადო კეთილდღეობის ლოზუნგით, კერძო საკუთრების ინტენსიური ხელყოფა. ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსს იძენს, დგება ობიექტის ვადამდე ჩაბარების გეგმები და დამთავრებული ობიექტის გახსნასა და პიარს “შემოქმედებით გვირგვინს”, როგორც წესი, მთავრობა ადგამს. ადამიანი, პიროვნება, მოქალაქე და მისი კანონიერი ინტერესები, კონსტიტუციური უფლებები კი, პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე იგნორირებულია.

აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს პროექტს, რომლის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტობანის მშენებლობას ახორციელებს შეკვეთილი-ბათუმის მიმართულებით. იქ, სადაც ავტობანმა “გაიარა”, დაუნდობლად “გაჭყლიტა” თითქმის ნახევარსაუკუნოვანი შრომითი ბიოგრაფიის მქონე გლეხიკაცი _ იონა გელაშვილი. “მისი ლანდი არსებობის მანძილზე, რიჟრაჟი რომ მოატანს, ბაღ-ბოსტანში დაცოცავს, იქაურობას ხევს, ფქვავს, ჰკორტნის, გაშმაგებული ბარი დევის კბილივით კრიალებს და ჭახუნით ახრამუნებს შავ მიწას” _ დიახ, 73 წლის მოხუცს იონა გელაშვილს, “დამპატიჟეს” თევდორესავით შრომით წელგათრეულს, ახალი დროის “დამპატიჟეები” მიადგნენ და ჩაყოლა გიჯობს, თორემ ჩაგითრევთო, “ურჩევენ”. არ თანხმდება საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული და ამიტომ გაჯიუტებული, უსაზღვროდ მშრომელი კაცი და უსამართლო ქვეყანაში “იმპერატორამდე ჯოხით მისვლას” აპირებს. მან თავის გულისტკივილზე საუბარი “გურია ნიუსთან” ასე დაიწყო:

_ ძალიან მინდა, ბატონ პრეზიდენტს მისვლოდა ჩემი ამბავი, მე მთავრობას კი არ ვებრძვი, სიმართლის დადგენას ვითხოვ, დატაცებას რომ აქვს ადგილი ჩემი კუთვნილი ქონების მიმართ, რატომ უნდა წამართვან ასე ყაჩაღურად მიწა? ერთ-ერთმა პიროვნებამ მათი მხრიდან ასე თქვა: “ღმერთმა ნუ ქნას, აქანე ათასი მეტრო მიწა რომ არ დევითრიოო, ედემის ბაღი ყოფილაო”… _ რა-მეთქი? _ ვკითხე. შეცბა, გააღო მანქანის კარები და გველნაკბენივით გამეცალა. მოწადინებული ვარ, მივაწვდინო ხმა ბატონ პრეზიდენტს. მითხრეს, შენ ამდენი ფული შენს ცხოვრებაში არ გექნება ნანახიო, შეირგე და გეყოსო. რატომ გგონიათ, მასე-მეთქი, ვკითხე. დეპარტამენტშიც ვიყავი, მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სხვას სხვანაირად გადაუხადეს და მე არა-მეთქი, სხვებს დამატებითი თანხა მისცეს, ჩემ გარდა-მეთქი. რატომღაც მიბრიყვეს და ჩალის ფასად მიპირებენ საკუთარი ნაკვეთიდან გადმოგდებას. თხინვალში მცხოვრები 73 წლის კაცი ვარ, 46 წელი აქ, ლეკიანში გავატარე, ფერმერი ვარ, ფერმის გამგე ვიყავი. სათეს ფართობზე, აზიის განვითარების ბანკიდან მოსული საბუთის საფუძველზე, 8 ლარად არის შეფასებული 1 კვ. მეტრი მიწა. ჩემი მიწა კი საძოვრად შეაფასეს. იქ მქონდა მრავალწლიანი ნარგავები, ახლაც ავიღე 400 კილო თხილი, მალე მოვკრეფ 700 კილო ყურძენს, ისეთი მოვლილი ეზო მაქვს, ბაღნარი გეგონებათ, რომ შემოხვალთ შიგ, იმდენი ლეღვი მაქვს, ექვს სოფელს ეყოფა. არაფერზე ხელს არ მაკარებინებენ, ჩვენია და ჩვენიაო, _ იძახიან. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მივმართე იურისტებს _ მე მთავრობას არ ვებრძვი, პირიქით, თუ დასჭირდება, იქეთ მივცემ მიწას, მაგრამ რატომ მატყუებს? თვალებს რატომ მიბრმავებს? მე თუ ბევრი მიწა მაქვს, ვიყიდე და ბევრი გადავიხადე, რა, მაჩუქეს თუ? ყველაფერი კანონიერად მაქვს. პროკურატურა რომ მოსულიყო ჩემთან, ყველაფერს მოვუყვებოდი და ვეტყოდი. თქვენ რომ ნახოთ, რანაირ მოვლილ ბაღს მატოვებინებენ, გული მოგიკვდებათ, კაპიკსაც არ მაძლევენ, დენი გადამიჭრეს, უშუქოდ ვარ. ასე უპასუხისმგებლობა როგორ შეიძლება? იქ წერს აზიის განვითარების ბანკი, რომ გასახლება ხდება ჩვენი ძალებითო, მისი ძალებით კი არა, ჩემსას არ მანებებენ. შენობა-ნაგებობა ჩვენ ვიყიდეთ და ხელი არ მოკიდოთო. მივმართე გია ტაკიძეს, მაგრამ აწი რა აზრი აქვს?

სპს იურიდიული კომპანია “თოიძე და პარტნიორების” იურისტი, აკაკი თოიძე, რომელიც დაზარალებულ იონა გელაშვილის ინტერესებს იცავს, “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს: _ ამ ადამიანს შეკვეთილში, კონკრეტულად კი ლეკიანში, გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულისთვის მიწის ნაკვეთი. აქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა. ამ საქმიანობას ათეული წლების განმავლობაში ეწევა. ჯერ იჯარით ჰქონდა მიწა, შემდეგ კი შეიძინა, დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, როგორც კერძო საკუთრება. ახლა აღმოჩნდა, აღნიშნული ნაკვეთი საავტომობილო გზის მოქმედების არეალშია. მოვლენები ასე განვითარდა: ადამიანი არის მესაკუთრე, დარეგისტრირებული ქონებით საჯარო რეესტრში, აქვს გამართული მეურნეობა, ვაზი, ხეხილის ბაღი მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული. მოჰყავდა ერთწლიანი კულტურები. როცა იგეგმება ცენტრალური საავტომობილო გზის მშენებლობა და როცა სახელმწიფო ინტერესია, სახელმწიფო კანონი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის აუცილებელი საჭიროებისთვის ქონების კონფისკაციას, ექსპროპრიაციას. ამ შემთხვევაში კი ექსპროპრიაცია არ გახორციელებულა, ელემენტარულად, რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი ამ მიწის ნაკვეთების შეძენა ბატონი იონა გელაშვილისაგან. ეს ადამიანი, ჩვენ ვთვლით, რომ არის დაზარალებული ამ გარიგების საფუძველზე. ჩვენ საკმაო მასალები დავაგროვეთ, გამზადებული გვაქვს სარჩელის სახით და ოფიციალურად სასამართლოს მივმართავთ, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან. ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და აზიის განვითარების ბანკიდან ვითხოვთ სრულ ინფორმაციას, ჩვენი მოთხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ გვინდა, რომ სარჩელი წარვადგინოთ სასამართლოში, რომელიც იქნება დასაბუთებული. თუ მხარეები ვერ მორიგდებიან, დავას გადაწყვეტს სასამართლო, _ ამბობს ადვოკატი აკაკი თოიძე.

_ ბატონო აკაკი, რას მოიცავს ეს მასალები?

_ იონა გელაშვილს არ უანგარიშეს უძრავი ქონების ღირებულებები სრულად, რასაც ითვალისწინებდა აზიის განვითარების ბანკის მიერ შედგენილი გეგმა. ამ ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით, არსებობს განსხვავება: თუ მიწის ნაკვეთი საძოვარია, რომელიც ჩვეულებრივად დაუმუშავებელია, ფასი შედარებით ნაკლებია. ბუნებრივია, როცა მყიდველობით ფასზე მიდგება საკითხი, ნაკლებად შეფასდება. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის მრავალწლიანი ნარგავები გაშენებული და მისი ფასი მეტია. არის მიწის ნაკვეთი, რომელიც შენობა-ნაგებობებით არის დაკავებული და ესეც მეტად ფასობს. ეს თვითონ აზიის განვითარების ბანკმა თავის სამოქმედო გეგმაში ჩადო.

_ რას ითხოვთ?

_ ჩვენ რაიმე პრეტენზია უშუალოდ მშენებელ ორგანიზაციასთან არ გვაქვს, რადგან ის მუშაობს უშუალოდ დაგეგმილი პროექტის მიხედვით. მას ეუბნებიან, შენ ამ მიმართულებით უნდა გაიყვანო გზა, ხე შეგხვდება? _ უნდა აიღო, გორა შეგხვდება? _ გააპე და გაასწორე, გვირაბია? _ საჭირო გვირაბი შეიყვანე. გამომდინარე იქედან, რომ სრულად არ მოხვედრილა ამ საავტომობილო გზის არეალში ბატონი იონა გელაშვილის კუთვნილი ფართი, შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, განსაზღვრული იქნა კვადრატული მეტრი ფართის ფასი 6 ლარი. დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და ფასიც განვსაზღვრეთო. თუმცა საექსპერტო დასკვნიდან ირკვევა, რომ ეს მიწის ნაკვეთები არ არის შეფასებული იმ კუთხით, როგორი კვალიფიცირებაც აქვს საკანონმდებლო წესებიდან გამომდინარე. არ არის განსაზღვრული, სახნავი რამდენია და საძოვარი _ რამდენი. ასევე, მრავალწლიანი ნარგავები სადაც არის, გაუშვეს ეს ტერიტორია მთლიანად საძოვარში. დაზარალებულისთვის, რაც შეიძლებოდა მინიმალური ფასი იქნა გადახდილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონი თუ გეუბნება, კი, ბატონო. სახელმწიფო ინტერესი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ კანონი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ქონების სათანადო კონფისკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, ვისი საკუთრებაც მოხვდა ამ არეალში, მალევე უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება,

_ ვის მიმართეთ კონკრეტულად და რას მოითხოვთ?

_ პირველ რიგში, ჩვენ მივმართეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც შედის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში. ჩვენ კი არ ვდავობთ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ამ შემთხვევაში კერძო ინტერესებს ლახავს, მაგრამ ილახება, იქედან გამომდინარე, რომ რაც ეკუთვნის და რაც გაწერილია თვითონ აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, ამ შემთხვევაში ბატონ იონა გელაშვილს არ მიუღია. მივმართეთ დეპარტამენტს, მივმართეთ ასევე აზიის განვითარების ბანკსაც. მოგვივიდა მასალებიც, მიიჩნევენ, რომ ჩვენი მოთხოვნა და დავა ამ შემთხვევაში, არ არის არგუმენტირებული, ეს ყველაფერი მოხდა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზეო.

ჩვენ იმაზე ვდაობთ, რომ მიწა მიჩნეულია საძოვრად, აუთვისებელ ნაკვეთად არის შეფასებული, რომელიც თითქოს ბატონ იონა გელაშვილს ჰქონდა გამოუყენებელი.

_ რა მოგწერათ საპასუხოდ საგზაო დეპარტამენტმა?

_ საგზაო დეპარტამენტმა გვითხრა, რომ კი, ბატონო, თქვენ დაობთ იმ მიმართვაში, რომ გაცილებით მეტი ღირდა კვადრატულ მეტრობაში თქვენი ფართი, მაგრამ ჩვენ ეს პირადად არ შეგვიფასებია, შეაფასა ექსპერტიზამ და სპეციალისტებმა განსაზღვრესო.

სანამ საავტომობილო დეპარტამენტი ამ მიწის ნაკვეთს იონა გელაშვილისგან შეიძენდა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლებით. ამ საკუთრების უფლებაში მიწის დანიშნულება ისე არის მითითებული, რომ იგი სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესია და არა _ საძოვარი.

_ რა სტადიაშია საქმე?

_ ჩვენ ერთხელ მივმართეთ საგზაო დეპარტამენტს, ორჯერ კი აზიის განვითარების ბანკს ინფორმაციისთვის. მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, როგორ მოხდა ფასების ნიხრის დადგენა. გამოგვიგზავნეს დოკუმენტაცია, დამუშავებული გვაქვს საბოლოო სახით ეს ყველაფერი და ისევ საგზაო დეპარტამენტს გავუგზავნით, თუ ეს საბოლოო ვარიანტი მათთვის იქნება მისაღები და თუ მოხდება მხარეებს შორის შეთანხმება, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს ბატონმა იონამ. თუ ეს დამატებითი შეთანხმება არ მოხდა, მეტი რა გზაა _ მივმართავთ სასამართლოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გურიის დელეგაციის ვიზიტი ლიტვაში

ნატანებში სასაფლაოები იქურდება

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო