დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა ოზურგეთის “მერცხალისა” და ახალციხის “მესხეთის” შეხვედრა, რომელიც 2 ოქტომბერს ახალციხეში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თამაშის მსვლელობის დროს ორი თეთრმეტ მეტრიანი დარტყმა მოიგერია “მერცხალის” უბერებელმა მეკარემ გია გოგუამ. მეორე ტაიმში “მერცხალს” ერთი ფებურთელი გაუძევეს _ ზაზა ტუღუშს მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა და მინდორი დაატოვებინა. მიუხედავად ამისა, ოზურგეთელმა ფეხბურთელებმა მოგება მაინც შეძლეს _ ლაშა კალანდაძემ 76 წუთზე გოლით გაახარა “მერცხალის” გულშემატკივრები.
დღეისთვის, პირველი ლიგის გათამაშებაში მხოლოდ ორ გუნდს _ “მერცხალს” და საჩხერის “ჩიხურას” არ აქვთ წაგება. ამ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილს სწორედ ეს გუნდები იკავებენ, ბათუმის “დინამომ” პირველობა მას შემდეგ დაკარგა, რაც თბილისში გასვლაზე ითამაშა ფრედ 1:1-ით თბილისის “ლოკომოტივთან”.
ოზურგეთის “მერცხალი” შემდეგ თამაშს ბათუმში, ადგილობრივ “დინამოსთან” ითამაშებს. შეხვედრა 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყება.