(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალდანიშნულმა გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა საკადრო ცვლილებების გატარება უკვე დაიწყო. გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად თეა უჯმაჯურიძე დაინიშნა. უჯმაჯურიძე ამ დრომდე ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი იყო.
ეს ინფორმაცია იმედაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბარში დაადასტურა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ცვლილებები კიდევ მოხდეს, რომლის თანახმადაც, თანამდებობებს ახალი, მაგრამ პროფესიონალი კადრები დაიკავებენ.