(ინტერპრესნიუსი) _ ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველო დიქტატურისკენ მიდის. “ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გუშინდელ ქმედებებში გამოჩნდა ძალზედ სახიფათო ტენდენციები, რომლებსაც უცილობლად მივყავართ დიქტატურისკენ და შესაბამისად, ქვეყნის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ. ეს სახიფათოა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ საკუთრივ ხელისუფლებისთვისაც. შექმნილი ვითარებით აუცილებლად ისარგებლებს რუსეთი, რადგან შეიქმნება მისი უცვლელი ლიდერის დანაპირების შესრულების წინაპირობა, რაც წინასაარჩევნოდ მშვენიერი საჩუქარი იქნება მისთვის”, – ნათქვამია ხუხაშვილის განცხადებაში.
ექსპერტი პოლიტიკურ მხარეებს ურჩევს “დაიოკონ ემოციები და პოლიტიკური პროცესი ნორმალური განვითარების კალაპოტში დააბრუნონ”.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, კატასტროფა გარდაუვალია”, -აღნიშნულია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved