(ინტერპრესნიუსი) _ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონში ოპოზიციურ ბანაკში გადმობარგებისთვის ემზადებიან.
“მოგვდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონში უკვე დიდი ამბებია, მიმდინარეობს მზადება იმისთვის, როგორ გადმობარგდნენ სახელისუფლებო ბანაკიდან ოპოზიციაში. ეს ბუნებრივი პროცესია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება, როცა ხელისუფლების რეალური ალტერნატივა ჩნდება”, – აცხადებს ალასანია გაზეთ “ყველა სიახლესთან” ინტერვიუში.
რაც შეეხება უშუალოდ ხელისუფლების ძირითად გუნდს, ალასანიას თქმით, “იმ ხუთ-ექვს კაცში, რომლებიც რეალურად მართავენ ქვეყანას, ჯერჯერობით ბზარს ვერ ხედავს”.
“გადაწყვეტილებას მხოლოდ რამდენიმე კაცი იღებს. მათ შორის ივანიშვილის ფაქტორი ბზარს ვერ შეიტანს, რადგან ამ ადამიანებს აერთიანებთ საერთო დანაშაულის განცდა და იციან, რომ ერთის ჩაძირვა ყველას ჩაძირვას ნიშნავს”, – განმარტავს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved