(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ოთხშაბათს, დილის 11 საათზე, იმედო დუნდუას სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, “გურიის” ტრიუმფიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო, რომელშიც ქალაქისა და სოფლის გუნდები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი 12 ნოემბრამდე გასტანს და ფინალიც სწორედ საიუბილეო დღეს გაიმართება. ამასთან, ამ დღისთვის მზადდება დიდი ბანერი, რომელზეც 1986 წლის სეზონიდან ერთ-ერთი მატჩის ეპიზოდია გამოსახული _ ფოტოზე “გურიის” კაპიტანი თემურ ჩხაიძე მეტოქეებთან ორთაბრძოლისასაა გამოსახული, ქალაქსა და სოფლებში გაიკვრება აფიშები, ხოლო ბანკეტისთვის დამზადდება “გურიას” საიუბილეო ღვინო.