(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ შოთა ფირცხალაიშვილი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებს. ამჯერად მან ახალი მეთოდი გამონახა _ ხელწერების შეგროვების მიზნით, დილიდან საღამომდე “ლიბერთი ბანკის” წინ რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად უამინდობის, წვიმისა და სიცივის მიუხედავად აგროვებდა ხელმოწერებს: “ქუჩაშიც შეიძლება ბევრი ხელწერის მოპოვება, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება მოქალაქეს თან არ ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გადავწყვიტე, რომ აქ შევაგროვო ხელმოწერები. ბევრი ხალხი მოძრაობს, თან პენსიების დარიგების პერიოდია. მსურველები თავისით მოდიან. თავიდან ბანკში ვიკითხე, თუ შეიძლებოდა შენობაში შემეგროვებინა ხელწერები, არ ესიამოვნათ; ეზოში შევაგროვებ,-მეთქი, ვითხოვე, არც ეს ესიამოვნათ. ჭიშკართა დგომის ნებართვა არავისგან მჭირდება. ლამის იყო, პოლიციასაც კი მოვაწერინე ხელი. ორჯერ მოვიდნენ პიკაპით, სამჯერ პატრულიც იყო. რა ვიცი, იქნებ თავის საქმეზეც იყვნენ, _ გვითხრა ფირცხალაიშვილმა.