https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქართველოში მოსახლეობის დაცულობა ნულს უტოლდება

2:12; 6.12.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსმა” ევროკავშირის ქვეყნების მდგრადი განვითარების შესახებ ინფორმაცია უკვე მოგაწოდათ, ყურადღება კი სოციალურ გარემოზე გაამახვილა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უცვლელი ასპექტი ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაცაა. ამ მხრივ სამი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა: სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა, ქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება (მათ შორის, საყოფაცხოვრებო მიზნით) და სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა.

სურსათის უვნებლობის სტრატეგია ევროკავშირის ქვეყნებში ამგვარია: სურსათის წარმოშობის მიდევნება და კონტროლი ფერმიდან _ თეფშამდე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის გარემოს დაცვის სპეციალისტი ლია თოდუა: “სურსათის მიკვლევადობის აწყობილი სისტემა შესაძლებელობას იძლევა მომხმარებლის მიერ შეძენილი თითოეული სასურსათო პროდუქტი მიდევნებული იქნას იმ ფერმამდე, სადაც გამოიზარდა ცხოველი, ან ყანამდე, სადაც მოყვანილი იქნა ის მცენარეები, რომელიც სურსათშია გამოყენებული. საქართველო მხოლოდ იწყებს მსგავსი სისტემის აწყობას, თუმცა, ჯერჯერობით მეცხოველეობის ფერმების, მათი ვეტმომსახურების და თუნდაც, მსხვილი პირუტყვის რეგულარული აცრების საიმედო ორგანიზებაც კი არ არის მოგვარებული. მაშინ, როდესაც მთავრობა საკმაო ყურადღებას უთმობს საექსპორტო პროდუქციის (ღვინო) გეოგრაფიული წარმომავლობის დაცვისთვის საჭირო პროცედურების გახორციელებას, შიდა ბაზარზე გასაყიდი სურსათის მიკვლევადობისადმი დამოკიდებულება ზერელე და ზედაპირულია”.

სურსათის უვნებლობისადმი ევროპული მიდგომის ქვაკუთხედია ე.წ. რისკის ანალიზი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტის, საკვებდანამატის ან რაიმე ტექნოლოგიის აკრძალვა ან დაშვება დამოუკიდებელ სამეცნიერო დასკვნებს ეფუძნება. ევროკავშირი საგანგებოდ აფინანსებს ასეთ დამოუკიდებელ სამეცნიერო ინსტიტუტს, რომელიც წელიწადში 100-მდე მეცნიერულ დასკვნას გამოსცემს და ეს დასკვნები მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია. პარალელურად, მკაცრად კონტროლდება, რომ მწარმოებლებმა საკმარისი ინფორმაცია განათავსონ სასურსათო პროდუქტზე, რათა, ერთი მხრივ, ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციაზე და მეორეს მხრივ გამოქვეყნებულ მეცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით, ადამიანებმა შეძლონ თავად აირჩიონ მეტი ან ნაკლები საფრთხის შემცველი პროდუქტი.

ლია თოდუას განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობაში მხოლოდ ფორმალურადაა გადმოტანილი რისკის ანალიზის ცნება, და რეალურად, სამეცნიერო ინსტიტუცია, რომელიც ასეთ ანალიზს განახორციელებდა, ან მისი სათანადო დაფინანსება არ არსებობს:

“სანაცვლოდ, მთავრობამ “რისკის ანალიზად” მონათლა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასურსათო ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გახორციელებული სასურსათო პროდუქტების შემოწმებები, რომლის ფარგლებში თავად სააგენტო, სრულებით უცნობ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეისყიდის სურსათის 3 000-მდე ნიმუშს და ამოწმებს მათ პარამეტრებს 40 წლის წინანდელი საბჭოური “გოსტების” შესაბამისად. ამ მიდგომაში როგორც ნიმუშების, ასევე, გასაზომი პარამეტრების შერჩევის მეთოდოლოგია ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია”, _ თქვა ლია თოდუამ.

ევროპის სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სურსათის ოპერატორთა და ბაზარზე გამოტანილი სურსათის კონტროლი. კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებს ეროვნული ან ადგილობრივი დონის მაკონტროლებელი ორგანოები. გამოიყენება კონტროლის სხვადასხვა მეთოდები, თუმცა, კონტროლი უნდა იყოს მოულოდნელი, გარდა აუდიტისა. ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში, ჯერჯერობით, მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის მეთოდი დაინერგა, რომელიც გეგმურად, საკმაოდ შეზღუდული მოცულობით (წელიწადში მხოლოდ 200 ოპერატორის შემოწმება, მაშინ როდესაც 20 ათასია დარეგისტრირებული) მეწარმის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ხორციელდება. ლია თოდუას თქმით, კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისწინებს არაგეგმური შემოწმების გახორციელების შესაძლებლობას, თუმცა, ასეთი პრეცედენტების არსებობა ჯერჯერობით არ გახმაურებულა და უცნობია. ამავე დროს, საკმაოდ მაღალია სასურსათო მოწამვლების რიცხვი მოსახლეობაში, და ეს იმ პირობებში, როცა სამედიცინო მომსახურების მაღალი ფასის გამო, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სასურსათო მოწამვლებისას სამედიცინო დახმარებას არ მიმართავს, შესაბამისად, მოწამვლათა უდიდესი ნაწილი არ აღირიცხება.

რაც შეეხება გარემოს დაცვას ქიმიკატებისგან, ეს აბსოლუტურად სხვა და ძნელად მოსაგვარებელი პრობლემაა. ქიმიკატების ზემოქმედებისგან ადამიანთა დაცვის ძირითადი პრობლემა მდგომარეობს ქიმიკატების ძალზე დიდ ოდენობასა და ნაირფეროვნებაში, აგრეთვე, მათი გამოყენების გზების, მეთოდების, ტექნოლოგიების მუდმივ და უწყვეტ ცვალებადობაში, რის შედეგადაც ყოველი კონკრეტული ქიმიკატის ადამიანებზე ზემოქმედების მასშტაბი და ჩარჩოები მუდმივად იცვლება.

ევროკავშირში საჯარო ორგანოების უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად დანერგილია ე.წ. REACH (ქიმიკატების რეგისტრაციის, შეფასების, დაშვებისა და შეზღუდვის) სისტემა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქიმიკატების მწარმოებლები (ან იმპორტიორები), რომელიც აწარმოებენ (ან შეიტანენ ევროკავშირში) ამ ნივთიერებას წელიწადში 1 ტონაზე მეტი ოდენობით, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ ქიმიკატების ევროპულ სააგენტოს გააჩნდეს ნივთიერების თვისებების და მისი ადამიანზე ზემოქმედების აღმწერი, საჭიროებისამებრ განახლებული, ტექნიკური დოსიე. ქიმიკატების სააგენტოში ხდება ტექნიკური დოსიეების შესწავლა (ნაწილობრივ გადამოწმებაც) და რეკომენდაციების მომზადება გადაწყვეტილებათა მიმღებთათვის იმის თაობაზე, თუ რომელი ნივთიერების კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ან რომლის მოხმარება შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს (ანუ დაიშვას მხოლოდ ნებართვის საფუძველზე). შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რამდენად საშიშია ნივთიერება, იგი შეიტანება აკრძალულ ან შეზღუდულ ნივთიერებათა ჩამონათვალში და მათი წარმოება, გადაზიდვა ან გამოყენება შესაბამის კონტროლს ექვემდებარება.

საგულისხმოა, რომ ქიმიკატების სააგენტოში მოგროვილი ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც ნივთიერებათა უსაფრთხოდ გამოყენების წესებს შეეხება, ღია და ხელმისაწვდომია ქიმიკატების გამომყენებლებისთვისაც _ როგორც მეწარმეებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რაც ქიმიკატების უსაფრთხო გამოყენებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ლია თოდუას თქმით, ევროკავშირის კანონმდებლობის ანალოგიით, საქართველოს კანონმდებლობაც, 2010 წლამდე, ითვალისწინებდა ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის პროცედურას, რომლის დროსაც მეწარმეს საჯარო ორგანოებისთვის ნივთიერების აღმწერი ტექნიკური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. თუმცა ამ დებულებას არასოდეს უმუშავია და 2010 წლის აპრილში იგი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს გააჩნია აკრძალულ და შეზღუდულ ქიმიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი _ ეს არის იმდენად საშიში ნივთიერებები, რომ მათ კონტროლს (მათ შორის, ქვეყნის შიგნით გადაადგილებათა კონტროლს) საერთაშორისო კონვენციები ითხოვს. ფორმალურად, ამ ნივთიერებათა წარმოებას, იმპორტ-ექსპორტს, ან შიდა ტრანსპორტირებას საქართველოში ნებართვა ესაჭიროება. რეალურად, ვინაიდან შიდა გადაზიდვები საერთოდ არ კონტროლდება, ხოლო საბაჟო კონტროლისას ქიმიკატის იდენტიფიცირების რეალური საშუალებები არ არსებობს, ასეთ ნებართვას მეწარმე მხოლოდ საქართველოდან გასული საქონლის მიმღები ან საქართველოში საექსპორტო საქონლის გამშვები ქვეყნის მოთხოვნით ითხოვს. ის, თუ რა საშიში ქიმიკატები ცირკულირებს ქვეყანაში, როგორ გამოიყენება ისინი და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა უსაფრთხოება მათი გამოყენებისას, არც ერთი საჯარო ორგანოსთვის ცნობილი არ არის. და ზოგადადაც, ქიმიკატების მხრივ მოსახლეობის დაცულობა საქართველოში ნულოვან დონეზეა.

გარდა ქიმიკატების გარემოზე ზემოქმედებისა, მნიშვნელოვანია ავტომობილების გამონაბოლქვის პრობლემა. ევროპის სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროში არამდგრადობის მთავარ ფაქტორს საგზაო (საავტომობილო) ტრანსპორტის სწრაფი ზრდა წარმოადგენს, რომელიც აზიანებს როგორც ბუნებრივ გარემოს, ასევე, აუარესებს ცხოვრების ხარისხს ურბანულ ცენტრებში. პრობლემის გადაწყვეტის გზებს ევროპა ხედავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობაში და ტრანსპორტის სახეობათა დივერსიფიკაციაში.

აღნიშნული მიზნის მიღწევას ევროკავშირი შემდეგი ამოცანების გახორციელებით ცდილობს: სხვადასხვა სახის ტრანსპორტის ფასებში მათი საზოგადოებრივი ხარჯების ასახვა (რაც უჯდება თითოეული მათგანი საზოგადოებას); საინვესტიციო პრიორიტეტის მინიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

ლია თოდუა: “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენება იმისათვის, რომ ბაზარზე ნაკლებად დამბინძურებელი პროდუქცია განთავსდეს, არ ხდება. ამის ნათელი მაგალითია ტრანსპორტის სფერო, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ტარიფები დიფერენცირებული არ არის _ მეტროსა და ავტობუსით მგზავრობის ფასი არ განსხვავდება. შესაბამისად, არ ხდება ელექტრო და მიწისქვეშა ტრანსპორტის გამოყენებაზე მომხმარებლის სტიმულირება. მგზავრთა ნაკადის მიწისქვეშა ტრანსპორტზე სტიმულირების მთავარი დადებითი ეფექტებია: გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება; მიწისზედა სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა, რაც ნაკლები საწვავის მოხმარებას და სწრაფ გადაადგილებას უწყობს ხელს”.

ნაკლებად დამაბინძურებელი სატრანსპორტო საშუალებების ხელშეწყობის მხრივ, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დადებითი ძვრები არ შეიმჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის ინიციატივას ტრამვაის აღდგენის თაობაზე. თუმცა, ტრანსპორტის ამ სახეობის გაუქმება იმავე თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა ახლო წარსულში.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების მოთხოვნა და ექსპლუატაციაშია ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეები მხოლოდ სურსათის უვნებლობითა და ქიმიკატებით არ ამოიწურება. აქ დამატებით ადგილი აქვს საზოგადოების ჯანმრთელობის ისეთ რისკებს, რომელიც ევროპაში კარგა ხანია აღმოფხვრილია. ამ საშიშროებათაგან ძირითადია: თამბაქოს ზემოქმედება ე.წ. “პასიურ მწეველებზე”, განსაკუთრებით ბავშვებზე; ავტომობილების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედება ქალაქების მაცხოვრებლებზე და საბანაო-სარეკრეაციო წყლების არასაკმარისი სანიტარულ-ჰიგიენური დაცულობა.

“საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მოგროვებისა და გაწმენდის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების ან თამბაქოს ბოლისგან ბავშვების და სხვა პასიური მწეველების დასაცავად არაფერი კეთდება”, _ ამბობს ლია თოდუა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

09:43; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26 დეკემბერი, 2025

რა ხდება ტელეკომპანია "გურიაში"

რისთვის ემზადებიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატები და რა სარჩელი მზადდება სტრასბურგისთვის

ყველა სიახლე

საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025
ზაფრანი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

9:22; 27.12.2025
ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

9:16; 27.12.2025
სამართალი

რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს

9:07; 27.12.2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო