(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის საწინააღმდეგო პლაკატები ღმრთისმშობლის მიძინების ოზურგეთის საკათედრო ტაძრის სკვერში და შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციასთან გამოჩნდა. შემოქმედის ეპარქიის მდივნის ხათუნა ცერცვაძის თქმით, “ეს, რაც მოხდა, სულიერად ავადმყოფი ადამიანის გაკეთებულია”:
_ საღად მოაზროვნე ადამიანი ამას არ გააკეთებდა. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ, სხვა ქალაქის მცხოვრებმა გააკრა, დარწმუნებული ვარ, ეს გურულების გაკეთებული არ იქნება, რადგან მათ ძალიან უყვართ პატრიარქი. პატრიარქი ხერხემალია საქართველოსი და ის თითოეული ადამიანისთვის ლოცულობს, _ თქვა ჩვენთან საუბრის ხათუნა ცერცვაძემ.
როგორც შემდეგ გავიგეთ, გაკრულ პლაკატებზე ეწერა, რომ პატრიარქი წარმართებთან ერთად ლოცულობს. ამ პლაკატების გაკვრა ილია II-ის რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მოხდა.