(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 12 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის თემში, ადგილობრივ მცხოვრებთა ჯგუფს, ამავე სოფლის მკვიდრი სულიკო ლომჯარია შეხვდა. ქალბატონი სულიკო რამდენიმე წელია, გამოსაცემად ამზადებს წიგნს, რომელშიც მისივე ძალისხმევით შეგროვილი და თავმოყრილი მასალები შევა. აქ იქნება მოთხრობილი სოფლის ისტორიის, მის მკვიდრთა, ტრადიციებისა თუ ღირსშესანიშნაობათა შესახებ, რაც ძალზე ორიგინალურად და სიღრმისეულად არის მოკვლეული და შედგენილი.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გადახედეს წერილებს, რომლის წიგნად გამოცემას ინტერესით მოელიან.
სულიკო ლომჯარია მრავალმხრივ განსწავლული ქალბატონია. მისი ნამუშევრები (ქსოვა, ქარგვა, მაკრამე) არა ერთხელ წარმატებით გამოიფინა, როგორც ჩვენთან, ისე რესპუბლიკურ ღონისძიებებზე. ახლა კი მან, როგორც თავად ამბობს, ყველაზე საყვარელი და პატრიოტული საქმე ბოლომდე მიიყვანა, რომელსაც მალე წიგნად ვიხილავთ.