(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 31 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გოჩა შანიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა ნათია ვაშალომიძემ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს _ მარიზე ფარციძეს, ნინა ბერულავას და მზევინარ ლურსმანაშვილს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ამის შემდეგ ომის ვეტერანს, ჟუჟუნა ბაბილოძესაც გადასცეს საჩუქრები. მერე კი უფასო სასადილოს მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცეს.