(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიაში საახალწლო ფასებს კლება არ განუცდია. პირიქით, შობის წინა დღეს, 6 დეკემბერს, ოზურგეთში 1 კილოგრამი ყველი, საშუალოდ, 10 ლარი ღირდა. თუ არ ჩავთვლით სულგუნს, რომლის შესაბამისი წონის ფასმა ზოგან 12 ლარსაც გადააჭარბა. მოსახლეობა ამ ფაქტმა გაანაწყენა _ ყველითა და კვერცხით მომზადებული ღვეზელი ხომ გურულების საშობაო სუფრის უპირველესი დელიკატესია და რიტუალური დატვირთვა აქვს.
_ ამას თუ მოვესწრებოდი, არ მეგონა. “თუმნად” ადრე მთელ ბაზარს ვიყიდდი, ახლა კი ერთ კილო ყველში უნდა მივცე? როგორ გავანაწილო ოჯახში ეს ერთი ლუკმა ყველი, არ ვიცი, _ უთხრა “გურია ნიუსს” 90 წლის ცუცია ზოიძემ.
მოგვიანებით, ოზურგეთის ახალ ბაზარში 1 კილოგრამი ყველის ფასმა 9 ლარამდე დაიკლო. ამ “გაიაფების” მიზეზი კი, როგორც ამბობენ, აღმოსავლეთიდან შემოტანილი, ე. წ. “სომხური” ყველი იყო.