(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ერთი თვეა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ მოვალეობას დღემდე სპეციალისტები ასრულებდნენ. რამდენიმე დღეა, დაბა ნასაკირალის, დაბა ლაითურისა და ბოხვაურის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულები დაინიშნნენ: ნასაკირალში _ ტარიელ ანთაძე, ბოხვაურში _ ზურაბ კილაძე, ლაითურში კი _ გულადი ჩაგანავა.
სოფელ ლიხაურის რწმუნებული, ჯერჯერობით, არ დანიშნულა.