https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შესაძლოა, წელს კონტროლის პალატამ ოზურგეთის გამგეობა შეამოწმოს

2:01; 10.01.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

22 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ტაკიძემ ბრალი სრულად აღიარა და 2011 წლისა მიწურულს, საპროცესო გარიგებების გრძელ ნუსხას კიდევ ერთი საქმე შეემატა, კიდევ ერთი საქმე, რომელიც ისე დაიხურა, რომ საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგო. საქმეში არსებული მასალების შესახებ არც ჩვენთვის, მედიის წარმომადგენელთათვის გახდა რაიმე ცნობილი. გიორგი ტაკიძისა და მერაბ კურდღელაშვილის ადვოკატები ყოველგვარი ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებდნენ იმ მოტივით, რომ საპროცესო გარიგებას ხელი არ შეშლოდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად მოგვეპოვებინა ინფორმაციები იმ მთავარ მტკიცებულებებზე, რაც საქმეში ფიგურირებდა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში, 4 აგვისტოს, დილის საათებში აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ქრთამის მიღების სანაცვლო, როგორც ამას დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბ კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, 1 100 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების ლობირება იყო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიორგი ტაკიძეს ბრალი 338-ე მუხლით წაუყენეს, 22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი მან აღიარა დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

მიუხედავად ამ აღიარებითი ჩვენებისა, პროკურატურა მის მიმართ არც ისე ლოიალური აღმოჩნდა _ ყოფილ გამგებელს სასჯელის ზომად 2 წელი და 6 თვე შეეფარდა, საპროცესო შეთანხმების თანხად კი 25 000 ლარი განესაზღვრა

რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, მერაბ კურდღელაშვილს, ის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა _ 1 წელი პირობითი და 5 ათასი ლარი საპროცესოს სანაცვლოდ.

გადაწყვეტილების გამოტანიდან მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც ვკითხულობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა გიორგი ტაკიძისა და მერაბ კურდღელაშვილის მიმართ. გიორგი ტაკიძეს ბრალად ედებოდა ქრთამის აღება დიდი ოდენობით, მასვე ბრალად ედებოდა ქრთამის აღების მეორე ეპიზოდი, ხოლო მერაბ კურდღელაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გამოყენება.

საქმის მასალების მიხედვით: 2010 წლის 04 იანვარს, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებულ იქნა ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახური”, რომლის საქმიანობის საგანს, წარმოადგენდა ქ. ოზურგეთის, მისი რამდენიმე სოფლისა და დაბა ურეკის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ასევე ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა.

2010-2011 წლებში, აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე, ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურთან”, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო შესაბამისი სახსრები.

გიორგი ტაკიძე იყო რა, ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2010 წლის ივნისში, თავის სამუშაო კაბინეტში დაიბარა ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის” უფროსი, მერაბ კურდღელაშვილი, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნების, მისი კეთილგანწყობის მოპოვების და მომავალში ახალი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა. აღნიშნულ მოთხოვნას მერაბ კურდღელაშვილი დათანხმდა და ის 2010 წლის ივნისიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, გიორგი ტაკიძეს ყოველთვიურად ქრთამის სახით 1000 ლარს უხდიდა. გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის იანვარში, გიორგი ტაკიძემ კვლავ დაიბარა მერაბ კურდღელაშვილი და მას კვლავ მოსთხოვა ქრთამი, რომლის ოდენობაც 1000 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ამრიგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ, ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის” უფროსს, მერაბ კურდღელაშვილს, 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ივნისამდე პერიოდში, ქრთამის სახით, ჯამში 16 000 ლარი გამოსძალა.

2010-2011 წლებში, მერაბ კურდღელაშვილი, იყო რა ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის” დირექტორი, ამავე სამსახურის მექანიკოსს დაავალა დაემზადებინა და ხელმოწერით დაემოწმებინა საწვავის გაცემის ყალბი უწყისები, რომლის გამოყენებით ხსენებულ პერიოდში ფიქტიურად გაიწერა 54 221 ლარის ღირებულების 29 350 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონი, რაც მის მიერ რეალიზებულ იქნა გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო მიღებული შემოსავალი მან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

ბრალდებულთა მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების მიერ 2011 წლის 11 ივლისს შედგენილი დასკვნით და ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურიდან” ამოღებული საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციით, ასევე საქმეში არსებული სხვა უტყუარ მასალათა ერთობლიობით.

ბრალდებულებმა ტაკიძემ და კურდღელაშვილმა ნებაყოფლობითი განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ბრალზე შეთანხმების თაობაზე თანხმობა განაცხადეს. ისინი დაეთანხმნენ პროკურორის მიერ შეთავაზებულ სასჯელის სახესა და ზომას და წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ, რითაც ფაქტიურად ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების გახორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ტაკიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა, ხოლო მერაბ კურდღელაშვილს _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განუსაზღვრა და მასვე დამატებითი სასჯელის სახით 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.”

თანმიმდევრობით მივყვეთ საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს და ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს:

მტკიცებულება #1 _ “დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მერაბ კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, 1 100 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების ლობირება იყო.”

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #1116 წერილი ადასტურებს და რომელიც 2011 წლის 5 აგვისტოთი თარიღდება, ვკითხულობთ: “გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2010-2011 წლებში სახელმწიფო შესყიდვა დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე არ გახორციელებულა. შესაბამისად, არ გაფორმებულა არავითარი ხელშეკრულება.

რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებაზე გაწეულ ხარჯებს, იგი ჩასმულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და სუბსიდიის სახით ერიცხებოდა ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს”

ამ ინფორმაციას ხელს აწერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მიხეილ გოგოტიშვილი.

გამოდის, რომ გამოძიება და პროკურატურა აპელირებდა არარსებული ხელშეკრულების ლობირებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი შავით თეთრზე წერია: “2010-2011 წლებში, აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე, ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურთან”, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო შესაბამისი სახსრები…”

საინტერესოა, ვის უნდა დავუჯეროთ ამ შემთხვევაში? ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას თუ საქართველოს პროკურატურას?

საპროცესო გარიგება კი სწორედ იმითაა შთამბეჭდავი პროკურატურისათვის, რომ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას არ ითვალისწინებს.

მტკიცებულება #2 _ საქმის მასალების მიხედვით, “ბრალდებულთა მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების მიერ 2011 წლის 11 ივლისს შედგენილი დასკვნით…”

ბოლო სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენ წერილობით მივმართეთ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად, ვთხოვეთ გაეცნოთ კონტროლის პალატის მიერ 2010-2011 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოწმების აუდიტის აქტი.

19 დეკემბერს კონტროლის პალატიდან მივიღეთ პასუხი, რომლითაც გვატყობინებდნენ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2010-2011 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აუდიტი არ ჩატარებულა.

ამ შემთხვევაში, საინტერესოა, რას ეყრდნობოდა გამოძიება და სასამართლო, რომლებიც აუდიტის დასკვნებს, თანაც კონკრეტული რიცხვით დათარიღებულს, გიორგი ტაკიძის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდნენ?

ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კონტროლის პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიორგი ჯაფარიძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო გიორგი, საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ 2011 წლის 11 ივლისს კონტროლის პალატის აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნა. თქვენი უწყებისგან მიღებული წერილის მიხედვით კი არც 2011 და არც 2010 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აუდიტი არ ჩატარებულა. რომელ ინფორმაციას დავეყრდნოთ ამ შემთხვევაში?

_ თქვენი ზარის შემდეგ, მე გადავამოწმე ეგ ინფორმაცია და გაირკვა, რომ კონტროლის პალატაში თქვენ მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არანაირი დასკვნა არ დევს და არც აუდიტი ჩატარებულა. როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა, პროკურატურამ მოითხოვა რამდენიმე აუდიტორი, როგორც სპეციალისტი. აქვს მას ასეთი მოთხოვნის უფლება. კონტროლის პალატის აუდიტორებმა ჩაატარეს უბრალოდ მუნიციპალიტეტის ფინანსური შემოწმება და ამ შემოწმების მასალები გადასცეს პროკურატურას. ეს იყო პროკურატურის გამოძიება და ფინანსური შემოწმების შედეგებიც პროკურატურაში ინახება.

_ თქვენთან ამ შემოწმების ასლები მაინც არ უნდა ინახებოდეს? სასამართლოსა და გამოძიების საქმის მასალებში სწორედ კონტროლის პალატა და მის მიერ შედგენილი აუდიტი ფიგურირებს.

_ ეს თავიდან ბოლომდე პროკურატურის გამოძიება იყო და მასალებიც მათთან ინახება.

_ როდესაც თქვენი აუდიტორების მიერ ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად ასეთი დარღვევები აღმოჩნდა მუნიციპალიტეტში, რომელზედაც დაყრდნობით ორ ადამიანს საკმაოდ მძიმე დანაშაულში დასდეს ბრალი და გაასამართლეს, კონტროლის პალატა არ იყო ვალდებული, სრულად ჩაეტარებინა აუდიტორული შემოწმება?

_ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ მაგაზე. შესაძლოა, კონტროლის პალატამ დარღვევების მიხედვით არ ჩათვალა საჭიროდ აუდიტის ჩატარება, ან გეგმის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული.

_ გამოძიების მასალების მიხედვით, დარღვევები საკმაოდ სერიოზულია _ სახელმწიფო სტრუქტურიდან გაფლანგული და მითვისებული, ასევე არაჯეროვნად განკარგული თანხები…

_ ჩვენ გამოვაქვეყნეთ კონტროლის პალატის პრიორიტეტები ამ წელს, სადაც შედის თვითმმართველობის სისტემა და მუნიციპალიტეტები. შესაძლოა, ამ წელს მოხდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტის შემოწმება, თანაც რამდენიმე წლის მუშაობის ერთდროულად. ვნახოთ, როგორ დაიგეგმება.

მტკიცებულება #3 _ ამ მტკიცებულების შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი, მაგრამ როგორც მერაბ კურდღელაშვილის ადვოკატმა გაგვიცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარებითი ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც ციხეში აუდიოჩანაწერი მოასმენინეს. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხოლოდ აუდიოსაუბარზეა ლაპარაკი და არა ვიდეოჩანაწერზე, რომელსაც სამართალდამცავები ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში, განსაკუთრებით კი გახმაურებული საქმეების დროს. რატომღაც ეს ჩანაწერო ტაკიძის არც დაკავების პერიოდში გამოუყენებიათ და არც მას შემდეგ.

არადა, მისი არსებობა არც ტაკიძის ადვოკატს, მირდატ ქამადაძეს უარუყვია ჩვენთან საუბრისას, “გურია ნიუსის” კითხვაზე, _ როგორც კურდღელაშვილის ადვოკატმა გაგვიცხადა წინა პროცესზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში მოასმენინეს აუდიოჩანაწერი, რის შემდეგაც არანაირ უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. ტაკიძემაც ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ხომ არ გადაწყვიტა ყველაფრის აღიარება? იქნებ, ახლა მაინც გვითხრათ, რა ჩანაწერზეა საუბარი? _ მირდატ ქამადაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: “სამწუხაროდ, ვერანაირი ჩანაწერის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი გამოკვლევა არ მომხდარა. საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა და რადგან არსებით განხილვაზე არ გადავსულვართ, არც მტკიცებულებების სასამართლო მოკვლევა მომხდარა.”

გამოდის, რომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებიდან, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბრალი წაუყენეს და რომელიც მან აღიარა, სრულყოფილი არც ერთი მათგანი არ არის.

არარსებული ხელშეკრულება, კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ აუდიტად წოდებული პროკურატურის ფინანსური შემოწმება და გასაიდუმლოებული აუდიოჩანაწერი _ ასეთია ის რეალობა, რომლის საფუძველზეც წინა წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა.

ბოლო პროცესი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელზეც გიორგი ტაკიძემ განცხადება გააკეთა. მანამდე ის დუმილის უფლებას იყენებდა და მოვლენების განვითარებას ასე ელოდებოდა. დუმილი მხოლოდ 22 დეკემბერს დაარღვია და ისიც მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლელა ნოზაძემ ჰკითხა, რა გარემოებაში დათანხმდა ის საპროცესო გარიგებას, ხომ არ იყო მასზე რაიმე სახის ზეწოლა ან შანტაჟი.

“შუამდგომლობას ვეთანხმები და ვაცხადებ, რომ ნებაყოფლობით დავთანხმდი საპროცესო გარიგებას. ჩემს მიმართ რაიმე ზეწოლას, იძულებას ან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია,” _ განაცხადა გიორგი ტაკიძემ.

_ ბატონო მირდატ, კმაყოფილი ხართ დღევანდელი პროცესით _ საპროცესო გარიგების იმ პირობით, რაზეც ხელი მოაწერეთ? _ ვკითხეთ ტაკიძის ადვოკატს.

_ უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ შეიძლებოდა, უფრო უკეთესი პირობებიც გვქონოდა. თუმცა, მოსალოდნელ სასჯელთან შედარებით, ეს საუკეთესო გამოსავალია.

_ პირობებს რაც შეეხება, კურდღელაშვილს თქვენზე ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდა. რატომ აღმოჩნდით ასეთ არათანაბარ პოზიციაში?

_ ჯერ ერთი იმიტომ, რომ კურდღელაშვილს სხვა მუხლი ჰქონდა, ჩვენ _ სხვა და მეორეც, მშვენივრად იცით, რომ კურდღელაშვილმა ითანამშრომლა პროკურატურასთან საკმაოდ მაღალი ხარისხითYდა ტაკიძის წინააღმდეგ ჩვენებაც მან მისცა.

_ როგორც კურდღელაშვილის ადვოკატმა გაგვიცხადა წინა პროცესზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში მოასმენინეს აუდიოჩანაწერი, რის შემდეგაც არანაირ უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. ტაკიძემაც ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ხომ არ გადაწყვიტა ყველაფრის აღიარება?

_ სამწუხაროდ, ვერანაირი ჩანაწერის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი გამოკვლევა არ მომხდარა. საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა და რადგან არსებით განხილვაზე არ გადავსულვართ, არც მტკიცებულებების სასამართლო მოკვლევა მომხდარა.

_ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ პროკურორმა კურდღელაშვილისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც კი არ მოითხოვა? სსკ-ს 182-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ამას.

_ გასაგებია, რომ კანონი ითვალისწინებს, მაგრამ რადგან აქ საქმე გვქონდა მორიგებასთან, ეს პროკურორის გადასაწყვეტი იყო უკვე და როგორც ჩანს, ასე გადაწყვიტა.

სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წელს 16 641 საქმიდან 13 345 საპროცესო გარიგებით არის დასრულებული. გამამართლებელი განაჩენი კი მხოლოდ 7 პირზეა დამდგარი. ამ მხრივ არც 2011 წელია გამონაკლისი, რომლის სტატისტიკა ჩვენთვის მალე გახდება ცნობილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დიდი სტუმრობის პატარა ინციდენტი

მოყინული ნაყოფის წონა რამდენიმე ტონას აღემატება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026
სამართალი

“ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება”- საია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრობლემაზე

16:54; 13.02.2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13.02.2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო