https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მიმართვა მასწავლებლებს

6:01; 12.01.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩემი მიმართვის მიზანს წარმოადგენს, პედაგოგთა პროფკავშირის წევრებს მივაწოდო ინფორმაცია მათ ორგანიზაციაში დღეს რეალურად არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საგაზეთო ფორმა ავირჩიეთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ რიგით წევრებთან კომუნიკაციის სხვა საშუალება არ გაგვაჩნია.

პროფკავშირს, თავისი ისტორიის მანძილზე, მხარდაჭერა დამსაქმებლისგან ან ხელისუფლებისგან არასოდეს ჰქონია. მსოფლიოში არსებულმა ძლიერმა პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა თავისი როლი და ადგილი ბრძოლით მოიპოვეს და დღესაც წარმატებით აგრძელებენ თავიანთი წევრების უფლებების დაცვას. თუნდაც მარტო უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთსა და ინგლისში განვითარებული მოლენები პროფკავშირის ეფექტური მუშაობის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ, ხელისუფლებისგან ზეწოლა გასაკვირი არ არის და გაგრძელდება მანამ, ვიდრე პროფკავშირის თითოეული წევრი, ყოველი ლიდერი ღრმად არ გაითავისებს ერთ გარემოებას, რომ დასაქმებულთა შრომითი, სოციალური, სამართლებრივი უფლებების დამცველი ერთადერთი ორგანიზაცია პროფკავშირია.

მე, როგორც პედაგოგმა, ვიცი მასწავლებელთა განწყობა პროფკავშირის მიმართ. ამჟამად დღის წესრიგში დგას თვისობრივად ახალი, თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფკავშირული ორგანიზაციის შენების საკითხი. ვფიქრობთ, პედაგოგთა უმრავლესობა ამის მომხრეა. რიგ შემთხვევებში, როდესაც დირექტორები იძულებით აწერინებენ პედაგოგებს განცხადებებს, პროფკავშირიდან გასვლის შესახებ, ვიცი, რას განიცდიან ისინი. არ მსურს, ისე გამიგოთ, რომ ორგანიზაციაში დღეს შექმნილ პრობლემურ მდგომარეობაში ბრალს ვდებთ რიგით წევრებს. ვითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რა ზეწოლები მიმდინარეობს პედაგოგებზე და როგორ არის მათი შრომითი უფლებები შეზღუდული მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების დღევანდელი მოქმედი სისტემით. პირველ რიგში, ეს ჩემი და პროფკავშირის ლიდერების ბრალია, რადგან სხვადასხვა ობიექტური მიზეზების, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების და ყველა მხრიდან ზეწოლების შედეგად, ვერ ვახდენთ ძალების სწორ მობილიზაციას, ვერ მივდივართ თითოეულ წევრამდე და გამომდინარე აქედან, გათითოებულ წევრებზე დაყრდნობით ვერ ვახერხებთ მათი ინტერესების ეფექტურ დაცვას.

ამ გლობალურ პრობლემებზე საუბარი იქნებ უხერხულიც კია მაშინ, როდესაც დღეს პედაგოგთა პროფკავშირის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ლიდერთა შორის არსებობს ჯგუფი, ე.წ. “მე-5 კოლონა”, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ორგანიზაციის გამთლიანების საკითხს. მათი ძირითადი პრეტენზია და მოთხოვნა არის ის, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ორგანიზაციის – პროფკავშირის პრეზიდენტი უნდა იყოს არა არჩეული მასწავლებელი, არამედ – ხელისუფლების, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მისაღები და მართული პიროვნება. ერთ-ერთი რაიონის ლიდერმა, მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენლის ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თუნდაც ჯოხი დანიშნოს ხელმძღვანელად, მთავარია, მათ ჰქონდეთ ხელფასი.

ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რადგანაც მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გადაიქცევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად და პედაგოგთა უფლებების დაცვის ნაცვლად, ორიენტირებული იქნება დამსაქმებელთა ინტერესებსა და დირექტივების შესრულებაზე. ჩვენი მიზანია, აღდგეს ორგანიზაციის კანონიერი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რაც იქნება ორგანიზაციის თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ ვაყენებთ არავითარ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობის წარმართვის საშუალებას. ჩვენ ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ ისეთი პროფკავშირის არსებობას, სადაც პროფკავშირის ფსევდოლიდერები თავს კომფორტულად იგრძნობენ, შეგროვილი საწევროების ხარჯზე ექნებათ მაღალი ხელფასები და სხვა მატერიალური კეთილდღეობა, შეთანხმებულად იმოქმედებენ დამსაქმებელთან და შესაბამისად, მასწავლებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.

მიმაჩნია, რომ ეს არის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი, ანუ სახეზე გვაქვს ძველი და ახალი პროფკავშირული აზროვნების დაპირისპირება. სხვა დანარჩენი მოტივები, რასაც ეს გუნდი ასახელებს, ემსახურება ძირითადი მიზეზების შენიღბვას. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, ვინ “იბრძვის” დღეს პროფკავშირის ინტერესების დაცვისათვის: საინტერესოა, როგორ უნდა წარმართოს პროფკავშირული მუშაობა სპმთპ-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ხათუნა არველაძემ, როდესაც იგი ამავდროულად არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმერეთის რეგიონის იურისტი, იურიდიულ კონსულტაციებს უწევს სკოლის დირექტორებს, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასა და მასწავლებლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სწორედ ის ამ უკანასკნელ პერიოდში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იცავდა მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მასწავლებლის წინააღმდეგ. მან სამინისტროსგან თანამდებობა “დამსახურებულად” მიიღო. მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტიპროფკავშირული ქმედებების შედეგად ქ. ქუთაისის მასწავლებელთა 90% გააწევრიანეს სამინისტროს მიერ შექმნილ ყვითელ პროფკავშირში, ე.წ. “სინდიკატში”. ყოველივე ამის შემდეგ ვეკითხებით ქ-ნ ხათუნა არველაძეს, რა მორალური და ზნეობრივი უფლება აქვს მას, დარჩეს პედაგოგთა პროფკავშირის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად, რომელიც ჩვენი წესდების თანახმად, ავტომატურად არის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც.

ანალოგიური ფაქტების მოყვანა ბევრი შეგვიძლია, მაგრამ აღვნიშნავთ კიდევ ერთს: ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პარალელურად არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში. ჩვენს მიერ ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. პარადოქსია ის ფაქტიც, რომ თელავის და ვანის პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან სკოლის დირექტორები. არ შემიძლია, არ აღვნიშნო თვით დაპირისპირებული ჯგუფის ხელმძღვანელის, თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკა ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა. თავდადებული ანტიპროფკავშირული მუშაობისათვის მას დაუფუძნეს მოგებაზე ორიენტირებული შპს “ინოვაციური განათლების ცენტრი _ კალამი”, გამოსცემს ბროშურებს, რომლის გავრცელება-გაყიდვისათვის ყველა სკოლის კარი ღიაა. სჭირდება თუ არა ეს ბროშურები მასწავლებლებს, ეს კიდევ საკითხავია. ასევე, შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტები, როდესაც რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები გვევლინებიან რესურსცენტრების შტატგარეშე თანამშრომლების რანგში და არც ერთ საკითხს არ წყვეტენ რესურსცენტრთან შეთანხმების გარეშე. ორგანიზაციის წესდებას ამოფარებულები ქმნიან ილუზიას, რომ იბრძვიან პროფკავშირული ორგანიზაციის “გადარჩენისათვის”. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს საკითხი სპმთპ-ს მე-6 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ლეგიტიმურობის შესახებ, მუშაობენ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის მოწვევისათვის. მათი და მათი დამკვეთების ეს მცდელობაც დამთავრდება მარცხით, ვინაიდან არ გააჩნიათ ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

და ბოლოს, ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგია, თვისობრივად ახალი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნისა, ემყარება იმ განწყობას, რაც დღეს პედაგოგთა საზოგადოებაში არსებობს. მათ უმრავლესობას ღრმად აქვს გათვითცნობიერებული ერთობის ძალა, შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად, რასაც მხოლოდ პროფკავშირული ორგანიზაცია შეძლებს. ასევე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების გამოცდილებით, რეკომენდაციებითა და მხარდაჭერით.

ღრმად ვარ დარწმუნებული, მომავალი თაობის აღმზრდელი ინტელექტუალური და პატივსაცემი პედაგოგთა არმია, ისევე, როგორც ყოველთვის, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პროფკავშირულ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავიზიაროთ პედაგოგთა შენიშვნები და წინადადებები საბოლოო მიზნის მიღწევის რთულ გზაზე. ნუ დაგავიწყდებათ, “ძალა ერთობაშია!”

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30 დეკემბერი, 2025

ალილო ლანჩხუთში

დღეს "გურია" იკრიბება

ყველა სიახლე

ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო